ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2020


ოქტომბრის სევდა...

მე დღეს ოქტომბერი მტკივა,
მისი სიყვითლით და დარდით.
ხეებს რომ მოაგლეჯს ფოთლებს
და უგზო-უკვლოდ გადაყრის...

მე ის ოქტომბერი მტკივა,
წუთი რომ გააპო წამით,
გულში  ტკივილად რომ დარჩა,
ჩვენი ნეკერა და ანი....

მე ის ოქტომბერი მტკივა,
ხეებს ფოთლებს რომ აძარცვავს
ტკივილს ჩვენს გულში რომ ტოვებს
ანგელოზები კი ცაში აჰყავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები