ავტორი: ნაბიჯი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 ოქტომბერი, 2020
ჩვენზე
შენზე საკუთარ თავს უარი ვუთხარი.ისე მოვთხოვე შენზე არ ეფიქრა,ფიქრს ვერ შევძლებო საერთოდ. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი კატეგორიული,მაგრამ როცა შენ გეხება საქმე ყველაფერი თითქოს სულ სხვანაირად სხვანაირია. მაშინ ალბათ ძალიან მეწყინა შენი უპასუხობა და სიჩუმე...ვიცი...სიჩუმე მეც მოწერიდან მოწერამდე ზოგჯერ ისე მიხანგრძლივდება,მაშინ როცა უფრო ვცდილობ არვიფიქრო ამ ყველაფერზე.ეს ალბათ იმიტომ რომ არავარ სუსტი. მერე დრო გადის და ვხედავ რომ ჩემში ქრება ის ნაპერწკალი,რომელთან ერთადაც ჩემს თვალებში სხივები ქრებიან და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ ისეთ უსიცოცხლოს ვუცქერ სარკეში... მეც და შენც მოგვემატა წლები მაგრამ მე უფრო მეტად ვიდრე შენ... და ასე სულ ... ვიდრე არ წავალ სამუდამოდ... მაინც მჯერა ასეთი სიყვარული არ იკარგება... და მას არც ასაკის,არც დროის- არ ემორჩილება არაფრის საზღვრები. სიყვარული მადლია ღვთიური. სიყვარული უფრო დიდია ვიდრე ამქვეყნიური რეალობა... თუნდაც შეუსაბამოდ ჩვენს წელთა (ასაკს) შორის და ადამიანების დამოკიდებულებათა... ვტოვებ ჩემს ოცნებებს,ჩემს საუბრებს,რომელთაც ვისაუბრებდი მხოლოდ შენთან. სურვილი მქონდა,სანამ ჩემს უკანასკნელ განთიადს შევხვდებოდი,მეცქირა შენთვის სახეზე,თმებზე და თვალებზე. განშორების ყველა ცრემლი გამოვიტირე... ჩემს ფიქრებს შენზე და ჩვენზე გულში სკივრი ჩავუკეტე ამის შემდეგ საკუთარ თავს აღარ ვესაუბრები ასე რატომ მოიქცა მისი არმესმის... თან ვცდილობ გაგებას მაშინ კი გაგაგები ხდება... იქნებ უკეთესი გამოსავალი ასეთი იყო... შეიძლება კი ასეთი გამოსავალი უკეთესი იყოს? არვიცი