ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2020


* * *

სულში...
ვაკოწიწებ სხეულს,
გულის
ყველა ძვალი მტკივა,
ღმერთო
თითქმის აღარ შემრჩა
რბილი
ცოდვით ნაჟღენთ
უჯრედებში მცივა…

სანამ კიდევ
სისხლი არის თბილი
გულიც მინამ
მოკვდავების
ფეთქავს,
სინანულით
ვიმეოროთ ლოცვა
ლოცვის ძალა
ცოდვის ლოდებს
ხეთქავს!

                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები