შეგეშინდება ისეთია რით ვერ დადგენილ ყოფადობაში უზუსტობა - მკვდარსაც გაცრიდა. მიკვირს აქამდე ვერ იპოვნე შენი ადგილი, ვერ გამოდექი ამათსავით ცქვიტი, გაქნილი. ხომ არ სჯობია ამოხვიდე ე მაგ კაციდან,
რომელსაც სხეულს ეძახი და უვლი, სადამდე. გაფორიაქებს და გიმატებს დღე-დღე სადარდელს. სათქმელი გქონდა, გაჩუმებდა, ენას გაცლიდა. საქმე გქონდა და გიბრძანებდა ხვალ, ზეგ გადადე. დამიჯერე და ამოძვერი ე მაგ კაციდან.
რომ ტყვეობაში არაერთი წელი გასტანე, გამოდი გარეთ, გელოდება სხვა ცა, ასტრალი. აღარ მოგბეზრდა შენი ქვეყნის რით ვერ დასწავლილ, მთებზე ლაყბობა. დაბადებიდან რომ გწყურია მათი დაბყრობა. მაგ საცოდავ კაცს არ ეფერო, არ ენაცვალო,
თან მოახერხე კაცის გარდა რამე ფანდებად დატოვო, მერე მეგობრებმა რომ გაილაღონ. კარგი იქნება ჯიბეებში ფული გინახონ, თან ეწყინებათ რომ მოკვდი, თან გაეხარდებათ. გთხოვ დაასვენე ეგ კაცი და აღარ ინაღვლო.
არ დავუჯერე, შემეშინდა, როცა დავბერდი მე მხოლოდ მაშინ ჩემ სხეულთან ზავი დავდე და და გადავწყვიტე რომ ეგ არის, უნდა გავბედო. ჰოდა გავბედე და ჩემს თვალწინ შიშიც დადედლდა. შემხედე, რაღაც დიდი გროვა ჯართის გამცვივდა და როგორც იქნა გავიპარე ჩემი კაციდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. პალატამერვე ანიკოს მერე იქნება ქარიᲨხლის ამბები პალატამერვე ანიკოს მერე იქნება ქარიᲨხლის ამბები
6. მადლობა მეგობრებო მადლობა მეგობრებო
5. რატომ გგონია, რომ ვიღაცა გავიდა შენგან, რომ ოდესღაც ორნი იყავით
თუ სწორად მახსოვს ასე გვეკითხება ბესიკი.
მშვენიერი ლექსი. ყოჩაღ ყაჩაღო ქარისხალო რატომ გგონია, რომ ვიღაცა გავიდა შენგან, რომ ოდესღაც ორნი იყავით
თუ სწორად მახსოვს ასე გვეკითხება ბესიკი.
მშვენიერი ლექსი. ყოჩაღ ყაჩაღო ქარისხალო
3. სიბერეში გაპარვა რაღა გაპარვაა :-)
კარგი იყო- ნაფიქრიც, ნათქვამიც. სიბერეში გაპარვა რაღა გაპარვაა :-)
კარგი იყო- ნაფიქრიც, ნათქვამიც.
2. +5 ჩემი ძმა ხარ +5 ჩემი ძმა ხარ
1. "მიკვირს აქამდე ვერ იპოვნე შენი ადგილი, ...... ხომ არ სჯობია ამოხვიდე ე მაგ კაციდან," ".....შემხედე, რაღაც დიდი გროვა ჯართის გამცვივდა და როგორც იქნა გავიპარე ჩემი კაციდან."
ძალიან ორიგინალური, საინტერესო მელოდიისა და შინაარსის ლექსია. 5 "მიკვირს აქამდე ვერ იპოვნე შენი ადგილი, ...... ხომ არ სჯობია ამოხვიდე ე მაგ კაციდან," ".....შემხედე, რაღაც დიდი გროვა ჯართის გამცვივდა და როგორც იქნა გავიპარე ჩემი კაციდან."
ძალიან ორიგინალური, საინტერესო მელოდიისა და შინაარსის ლექსია. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|