ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ოქტომბერი, 2020


(-)

არ მახსენდება, მავიწყდება.
მავიწყდება, როგორ მკიდებდი ხელს,
როგორ ახვევდი თავბრუს ჩემს ალფავიტის მიხედვით დალაგებულ ფიქრებს,
როგორ დამდიოდნენ  ჭიანჭველები ტანზე და
პეპლები როგორ აფახურებდნენ ფრთებს ჩემს მუცელში.
არ მახსენდება, მავიწყდება.
მავიწყდება ყველა დღე, ყველა ღამე,
ყველა არც დღე და არც ღამე,
როცა არ ვიცოდი რომელი საათი იყო და არც მაინტერესებდა.
მავიწყდება შენი მისამართი,ადგილები,
ტყეები,ხეები, ფოთლები,
ზღვები,მდინარეები, ნაპირები, წყალი.
არ მახსენდება, მავიწყდება.
მავიწყებდა  კოცნა
შუბლი,ყელი,
მარცხენა ლოყა,მარჯვენა ლოყა,
ტუჩები.
მავიწყდება როგორ გვეძინა ერთსაბანშემოხვეულებს, ერთი ბალიშით თავქვეშ, ერთი სიზმარით.
მავიწყდება დილა,
მზის ამოსვლა, სხივები, სითბო,სინათლე.
არ მახსენდება, მავიწყდება.
მავიწყდება სიტყვები, სიმართლეები, ფიცები, ტყუილები.
მავიწყდება წერა, წერილების, ამბების, ასოების.
არ მახსენდება, მავიწყდება.
მავიწყდება ვიგრძნო, სიხარული, სევდა,ბედნიერება, ტკივილი.
მავიწყდება სუნი, გემო, სილუეტიც.

მახსენდება,
ნაბიჯების ხმა- მარჯვენა,მარცხენა,მარჯვენა...
ურდულის ჩაკეტვა, სიჩუმის სუნი,
მტვრისგემოიანი სიცარიელე.
თვალებიდან წყალი ჟონავს,
არ მახსენდება,მავიწყდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები