ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარ ბარე
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2020


მიყვარხარ

თავშესაფარი აღარ გაქვს
ის ადამიანებიც კი რომლებთან ერთად ქუჩაში გვიანობამდე დადიოდი აღარ არიან..
მარტო ხარ..
სულ მარტო..
ნოემბერია და ცივა..
და შენ არ იცი რატომ ვერ გრძნობ
ყვითელი ფოთლების სურნელს..
არ იცი რატომ აღარ უსმენ შოპენს..
არც ბეთჰოვენს..
არც შუბერტს..
არც შტრაუსს..
ვინ იცის..
ერთხელ შეიძლება ნარკოტიკების ზედოზირებით მოკვდე
ან
ბოთლჩახუტებული გიპოვონ მეზობლის კიბეებთან..
უკვე შენი სამსახურიც გაღიზიანებს..
ავტობუსით სიარულს მიეჩვიე
გუშინ თმის შეღებვაზეც დაფიქრდი..
აღარ არის ლურჯი შენი საყვარელი ფერი..
არც ყვავილებია შენთან..
წითელი ღვინის საზიზღარი სუნი იგრძნობა ოთახში..
შენ ალკოჰოლიკობა გინდოდა..
ახლახანს მტვერი გადაწმინდე ობიან მეგობრებს და აგეტირა..
შენი თვალებიც აღარ არის ისეთი შავი როგორიც ადრე..
უკვე სიცივეს გრძნობ..
ადრე საკუთარი ხელებიც გყოფნიდა გასათბობად..
მერე რა რომ ყველაფერი აირია..
გამოსულიხარ შენი კომფორტის ზონიდან და ვერ ბრუნდები..
არავინ გეხუტება
ვერაფერს გრძნობ..
აღარ არის მისი ხელები შენი თავშესაფარი..
ის შეიცვალა..
სხვა პრიორიტეტები აქვს..
გული ისე აღარ გიცემს როცა გეხუტება..
წახვალ გაიკეთებ ტატუს და
მერე რა..
გგონია სამუდამოდ დაგრჩება ნოემბერი
სხეულზე?
სისულელეა..
უკვე დიდიხანია გააზრებული გაქვს
რომ სამუდამო არაფერა ტკივილის გარდა..
თვალებს დახუჭავ და მორჩა..
მერე აღარაფერს აღარ ექნება აზრი..
არც ერთ ფერს..
არც ერთ ჩახუტებას..
აღიარე შენ ის გიყვარდა ისეთი როგორიც იყო და არა ისეთი როგორიც არის..
აირია ფერები..
შენამდე მოსასვლელი გზებიც..
აღარ წვიმს..
ხელებიც ისევ გაყინული გაქვს..
ახლანდელი ნოემბერი მხოლოდ ამით ჰგავს ძველს..
და ხელები..
მისი ხელები..
ნეტავ აქ იყოს..
და არა საზიზღარი ნიკოტინის კვამლოთ იხუთავდეს ფილტვებს..
და შენ..
სულ ცოტათიც არ მოგნატრებია..
უფრო მეტიც
საკუთარი თავის გეშინია რომ არ აფეთქდე..
სარკეში იყურები და საკუთარ თავს ვერ ცნობ..
საუკეთესო მეგობრის სიკვდილიც კი დაგესიზმრა..
მის გარეშე ყოფნის კი არა
მარტოობის გეშინია. აღიარე!
ნეტავ რომელია ახლა შენი საყვარელი ფერი..
ეძახი ალტერ ეგოს და პასუხი არ აქვს..
ალბათ შენმა სიჩუმემ ფიქრის უნარი ჩაკეტა..
ალბათ იმდენად აირია ყველაფერი რომ გეშინია როცა პირს გააღებ არ იყვირო..
ნახევარი, მექანიკური გულიც ამოგაცალეს..
(აი რატომ გიყვარდა მექანიკური ფორთოხალი)
მექანიკური ხარ..
უუნარო ზომბი
და ვენებიც აღარ გტკივა როცა მარტოობა გჩხვლეტს..
ახლა როგორ უნდა უშველო ტკივილებს..
მიდი, წერე, იქნებ ემოცებისგან დაიცალო..
მომენატრე რა..
დაბრუნდი..
მოდი
უბრალოდ მოდი ფანჯარასთან დადექი..
ჩამეხუტე..
ერთად გადავხტეთ..
ჰო ვამბობდი დედამიწა ვერ დაგვიტევს მეთქი ორივეს..
მე ისევ მაქვს სუიციდური მიდრეკილებები..
ისევ გავფრინდები
არაფერი შეცვლილა..
მოდი ისევ ისე უნდა მოგეფერო..
ჩვენ აღარ გვაქვს თავშესაფარი..
შენია ნომებერი, მთლიანად..
მე დიდი ხანია შეგრძნებები აღარ შემომრჩა..
თუ არ მოხვალ ფარდებს გადავაბამ და უშენოდ გადავხტები..
ოღონდ არ იტირო..
არ დავბრუნდები..
არ მოვალ..
აღარ გაკოცებ..
მე უშენობამ და სუიციდურმა მიდრეკილებებმა შემიწირა..
არ აქვს ჰაერს შენი კანის სუნი..
იქნებ არც უნდა ჰქონოდა..
მივდივარ..
უკანასკნელ ამოსუნთქვას გიტოვებ..
შენ არასდროს არ იქნები მარტო..
ჩემი თმები მოგელანდება..
გაგაღვიძებს..
მოგენატრები და სიზმრებში მიპოვი
ვერ ჩამეხუტები..
მინდა გახსოვდე..
არ მინდა ჩემს უკანასკნელ თავშესაფარს დავავიწყდე..
გკოცნი..
მიყვარხარ..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები