ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2020


ეი,კიდი,ნიაზო!

პასუხი ნიაზ ზოსიძეს,მის საკონკურსო გამოწვევაზე
------------------------------------------------------------------
ეი,კიდი,ნიაზო!
წლებს თავისი მიაქვსო!
ვინაც ეწინაღმდეგა,
თავით კილდეს მიასო!...
დრომ  გაჭამა ჯონჯოლი,
სისხლმაც დეიწყო "ჩოჩქოლი"...
წვერი გამოგიშენა,
დიგიყენა  ქოჩორი,
რუსთაველზე,- იაღნაჭამს,
შენეური ხუნტრუშით,
-ფეხებს ვინმე  მომაჭამს?
-დაგაწყებია კუნტრუში!
ბოილუღობაც მოასწარ,
შხვართ ჭლიკებზე  ციცინიც,
ახლა,ზიხარ ჩემსავით,
იმ ჰევესზე იცინი...
გაშპა,ძმავ ის  დროები...
წლებს თავისი მიაქვსო...
სიბერემდე მოვედით...
ეი,კიდი,ნიაზო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები