 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2020 |
რა შეგრძენაბაა როცა ძველმანს ეძებ ბინაში, ნახულობ ყველა შესაძლო ადგილს. ყველგან ახალი სამოსი გხვდება. გადაუყრიათ. იცვამ ფეხსაცმელს, ნაცნობ კიბეს აბიჯებ და ფეხის ადგმას იწყებ თავიდან. შენი ჯერ კიდევ არაფერია. ეჩვევი, ცდილობ, რამენაირად მორგება რომ გაამართლო იმ მომენტიდან როცა ჩაიცვი. ასე იციან ნაჩუქარმა თანამგზავრებმა მანამ, სანამ აიკვიატებ. მაინცდამაინც გადასაყრელად გაგვიმეტესო იფიქრებენ თავმოყრილები. ვინმესთვის მაინც ვეჩუქებინეთო. შეურცხვათ ადამიანობაო. ძირგადამსკდარი ფეხსაცმელი თავს ინუგეშებს - ვიღაც მოვა, ვისი სხეულიც უფრო სუსტია, ფეხის გულები ქვაზე უხეში, ჩამოყოფს ჩემში შიშველ ტერფებს და ნაწილობრივ დაიფარება. ქურთუკი ისეთი მკლავების გაყოფას ინატრებს, რომლის პატრონი უერთგულებს წინაზე მეტად. მერე რა თუ კი სიგარეტით არის ამომწვარი ბევრ ადგილას და შესაკრავიც არ უმუშავებს. ალბათ იქნება ორომტრიალი, ლანძღვა, გინება, საყვედური, ჩამნაცვლებლებს წყევლა-კრულვას შემოუთვლიან, ისეთ გარღვევას უსურვებენ, როგორიც ქვეყნის ბიუჯეტია. რა სანატრელია ახალი ადამიანი. რა იციან პოლიეთილენში გამოკრულმა ძველმანებმა რომ ისინი არსად გადაუყრიათ. ვიღაცამ უბრალოდ დიდი ხნის შემდეგ გამოიცვალა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არაფერიც არ ფუტუროვდება, პირიქით, ახალი ნოტები შეემატა.
არაფერიც არ ფუტუროვდება, პირიქით, ახალი ნოტები შეემატა.
4. ჩემი აღარაფერი მესმის. ყველაფერი ფუტუროვდება :))
ჩემი აღარაფერი მესმის. ყველაფერი ფუტუროვდება :))
3. სხვანაირი ნოტები შემომესმა. თქვენ კი არ დამეთანხმებით, მაგრამ... ჯერ იყოს ჩემთან, ჩემივე დაკვირვების შედეგი. 5 სხვანაირი ნოტები შემომესმა. თქვენ კი არ დამეთანხმებით, მაგრამ... ჯერ იყოს ჩემთან, ჩემივე დაკვირვების შედეგი. 5
2. ნაწილობრივ... ნაწილობრივ...
1. ნუგეშია გამოცვლილთათვის ?!
ნუგეშია გამოცვლილთათვის ?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|