 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2020 |
ამ ღამეს, მივხვდი, ნამდვილია ეს სამყარო (ადრე სამყაროს სიმულაციაზე ვფიქრობდი) საათი მძლავრობს..ის ლიდერია! ექაჩება ოთხივე კედელს , ერთდროულად ,შენსკენ ..ბოლოს დგები, დგები რადგან სივრცე არ გყოფნის გადიხარ გარეთ, უსმენ ქალაქში ნარჩენი აქტივობის ხმებს და მიწისქვეშ მეტროს ვაგონების (სისხლის ) სწრაფ მოძრაობას უსმენ მთვრალ რასიზმის მსხვერპლთა სიმღერას და ღრიალს ... ჩადიხარ მიწისქვეშა გადასასვლელებში, გადიხარ სიკვდილის რეპეტიციას გადიხარ.....და ბრუნდები უცებ ისევ სახლში, როცა იხსენებ სიყვარულს, რომელიც არ შედგა მანძილებს, რომლებიც ვერ დავფარეთ...(წლები არ გვეყო) მეგობრებს, რომლებმაც დაგვივიწყეს მშობლებს, რომლების აღარ არიან საკრედიტო ბარათს..რომელზეც თანხა ამოიწურა სამფეხა ძაღლს, უცებ რომ დაინახე და თვალი აარიდე ბავშვებს...ჯერ რომ არ იციან რა სასტიკ სამყაროში მოავლინეს მკვდრებს....რომ ვერ გვეხმარებიან ასტრალიდან ........................................ მარაზმს, რომელიც მძლავრობს..როგორც საათი... რომ ექაჩება ოთხივე კედელს შენსკენ და შენ ნებდები , კვდები სახლში, როგორც წესია.... ................... ამ ღამით , ნამდვილია ეს ყველაფერი....
ს.ნ. 2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არ მინდა და წავშლი ახლა ნაწარმოებს არ მინდა და წავშლი ახლა ნაწარმოებს
5. უკან ვერ წავიღებ და შეირგე, ალალ იყოს! მისტიური ციფრია და ციფრად აღიქვი და არა ქულად :) უკან ვერ წავიღებ და შეირგე, ალალ იყოს! მისტიური ციფრია და ციფრად აღიქვი და არა ქულად :)
4. არ მინდა შენი ხუთიან, ფლორენციავ. ნაციონალი არ ვარ და არც ხუთოსანი, ძველი სკოლის პროგრამის ფარგლებში... არ მინდა შენი ხუთიან, ფლორენციავ. ნაციონალი არ ვარ და არც ხუთოსანი, ძველი სკოლის პროგრამის ფარგლებში...
2. მაგარ!ამ ლექსშიც ყველა სიტყვა და გრძნობა მართალია!5 მაგარ!ამ ლექსშიც ყველა სიტყვა და გრძნობა მართალია!5
1. ეს ძალიან მომეწონა! ეს ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|