| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2020 |
ვოიპეე! რაფერ მოგიფხავსდი...ნენეევ! რაფერ გიძველდები... დამადლებულ "ზამანივით" ვიჭიპრები...გიგრძელდები... რაფერ მინდა,ძველებურად...მიშრიალო კაბის ყური! ჰო! იმ კაბის,რომ მოგიტაი...წრფელი ცრემლით დანამული... რატომ ცრემლით? ტანხერტალავ! ძველ ჰევესით გიტოლდები! მაცახცახებს,რომ გევხსენებ...ისევ ძველ იშტაით ვკდები... -ნეტაი,ჩემი გახდესო და! ბალიშის პირს ცრემლით ვავსებ! -ეგ ნაასიბი გიმიხადე? მემრე,გინდა გამომავსე! ჩემი გულის ეგლანჯავ და,...ალესილო დანის პირო! ინქარი არ გიმიბედო,-ჩაფუნჩხება დიგიპირო! ჰადმე უცბათ მიგიმწყრიო...დუუთესველ სავარგულში... მემრე,ცრემლად რომ დიგითქვა:-გენაცვალე,კაკალ გულში! ახლა,გწერ და...ამ სითბოთი,მსურს ათასჯერ მოგეფერო! ჩემო სიტკბოვ,ნეტარებავ! ყველაფერზე ყველაფერო! მოგილოცავ,კიდევ ერთ წელს! რომ შეგმატა გამჩენელმა! ღმერთო! ბევრი მომელოცოს,დუნიაზე დამრჩენელმა! სწორი გითხრა?მოგიფხავსდი...ოქროსავეთ გიძველდები! მაინც არ ვთმობ ჯეელობას...ვიჭიპრები...გიგრძელდები... ახლაც, ისევ,ძველებურად,თვალს მიჭრელებს კაბის ყური... ჰო! იმ კაბის...დღესაც სველი...ჩემი ცრემლით დანამული!... ვერ ვივიწყებ,მაინც მახსოვს,შენი ოცდასამი მარტი... იმ "ფათერის" რჩევაც მახსოვს...რომ გირჩია გზაში კარტი... -ხელი დუუსვი,არ დაჭკნესო,...გიგიჩინა გულში დარდი... არვინ გკითხა,-ეს "ნაპოვნი",-გიყვარდი თუ,არ გიყვარდი... ჩემო სულის კოკობინავ! ჩემი გულის ბოქლომ-კლიტევ! ამდენ დერდს და დარდუბალას,პაწა გულში რაფრათ იტევ... რაფრათ შეძელ,სულის ტკივილს,ესალბუნო, ეპატრონო! ტანით პაწავ,გულით დიდო! ნაზიბროლა ქალბატონო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი მიძღვნა იყო, იდღეგრძელეთ! :) კარგი მიძღვნა იყო, იდღეგრძელეთ! :)
4. ნაზის! დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენც, გადაეცით საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით. ნაზის! დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენც, გადაეცით საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით.
3. მეგონა ვიცოდი ეს დიალექტი. მეზობელი კუთხიდან ვარ და ბახმაროშიც მიმეზობლია აჭარლებთან, მაგრამ ზამანი, ნაასიბი, ეგლანჯა. ამ სიტყვების მნიშვნელობა ვერ გამოვიცანი.
მეგონა ვიცოდი ეს დიალექტი. მეზობელი კუთხიდან ვარ და ბახმაროშიც მიმეზობლია აჭარლებთან, მაგრამ ზამანი, ნაასიბი, ეგლანჯა. ამ სიტყვების მნიშვნელობა ვერ გამოვიცანი.
2. "ვაიმე, რაფერ გიბერდები და რაფერ გინათესავდები" :) "ვაიმე, რაფერ გიბერდები და რაფერ გინათესავდები" :)
1. რა კარგი იყო :)
მერე რა რომ გორგილაძის ის კაი ლექსი გამახსენა- აჭარლობის ამბავია :)
რა კარგი იყო :)
მერე რა რომ გორგილაძის ის კაი ლექსი გამახსენა- აჭარლობის ამბავია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|