ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2020


სახლში დარჩი!

სახლში დარჩი...
------------------------
დარჩი სახლში...ძალიან გთხოვ!
რომ არ მქონდეს შენი დარდი...
ახლა,რაღა მნიშვნელი აქვს,-
იმის თქმას,-სად გიმიქარდი?...
სახლში დარჩი!რომ სიცოცხლეს
სანთელივით გაუფრთხილდე!
იმ ანთებულ სანთელივით,
რომ მინათებს კიდით კიდე!
მე გარეთ ვარ...იმისათვის,
შენს საზრუნავს ვეპატრონო!
კორონაა! საშიშია...
ჩემო დიდო ქალბატონო!
შენ რომ რამე დეგემართოს?
თავი,გავყო რომელ ყულფში?
იმას არ სჯობს,ჩეგეფუნჩხო,
უკორონო კაკალ გულში...
მე? ეს მე ვარ! რას დამმართებს,
ვირუსი და ავად ყოფნა...
ვაგრძელებ და (ბეჯითობით)
ყანის მოკლე ყურის თოხნას...
სიურპრიზად რომ მოგართვა-
"უშრომელი" მოსავალი...
თან რომ ყულფი არ დავკარგო,
ჩემ ასავალ-დასავალის...
სახლში დარჩი...ტელეფონიც
ჩემ ხათრისთვინ გამოთიშე...
აღარ უნდა დაზუსტება,
-დიგითვერ, თუ გეგეთიშე!
ახლა მტერსაც არ ვუსურვებ,
მიციცინოს ფხიზელ თვალით...
ანდა,შენაც ჩემეკითხო:
რატომ შესვი...თუ გიყვარდი...
ახლა,მაინც დიმიჯერე,
"საგანგებოდ" დიმიყურე!
იმფერი ნა დიგიწერო!
(არ სმენია ჯერ შენ ყურებს)...
ჩემ ფეხებათ...თუ ევსკუნტლე...
და კორონას გადავყევი...
შენ აქ დარჩი! საფუნდრუკოდ...
ხომ არ მითქვამს,-წამომყევი?...
ხტები? რატომ ღირს ისურვო,-
გაბედო და სახლში დარჩე?
ერთადერთი შანსია,რომ
უკორონოდ ზეზე დარჩე!
მე? მე-მე ვარ!რას დამმართებს,
ვირუსი და ავად ყოფნა...
იქიდანაც გიგიგრძელებ,
პაწა ყანის ყურის თოხნას!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები