| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2020 |
როცა მიჭირდა,ვერ მცნობდნენ, მილხინდა? მცნობდა უცნობიც! მტკიოდა,ტკივილს ვერ გრძნობდნენ, შინაურნიც და უცხონიც! სულ არ სჯეროდათ ნათქვამის, ცრემლებად რომ მიკვნესია! ამბობდნენ,-ფულის კეთების თავისებური წესი აქვს... შენ რა გიჭირსო? ცბიერის ამოცნობილი იერით, ლანძღვა-გინებას მითვლიდნენ... მე კიდევ,მწყურვალ-მშიერი, უფალს შევთხოვდი შველას და ლოცვით შრებოდა უპენი... მაღალი ღმერთის წყალობით გადავრჩი...არ ვიღუპები! ისემც მომხდარა ბევრჯერა, მშურდა "ბომჟების" ხვედრისა, გროშებს გადმოყრილს,ერთჯერადს, არვინ რომ არ გაყვედრისა... არავინ გეტყვის,-რას ითხოვ! გამეტებული გშველისა? არც ხვედრს გიმზადებს გამჩენი ბეჩავს,-კრავის და მგელისას! მიჭირს? ახლაცღა ვერ მცნობენ, მილხინს და ძმაა უცნობიც! მტკივა...ტკივილსაც ვერ გრძნობენ, შინაურიც თუ უცხონიც... ახლაც არ სჯერავთ ნათქვამის, ბევრჯერ რომ დამიკვნესია... სულ არ კიდიათ,ოდესმე სიკეთე თუ მითესია! ჭირში არ ცნობა,ლხინში კი "ძმობა" უბირთა წესია... ყოველთვის მჭახე რად სცვივა, მწიფეს რომ "კენჭებს"ესვრიან... დრო გავა,წყლული იშუშებს, გულს მოიბრუნებს პატრონი! მერე გაჩვენათ ვინაა, ვინ ყმა, ვინ კიდევ ბატონი! "სესხია" ნასიკეთვარი გზაზედ მურგვივით მიგორავს, მოვა დრო,მათზეც იტყვიან: -იყო და არა იყო რა!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ყოფითია ყველაფერი რაზეც წერთ, მარტივად იკითხება, საინტერესოა, დამაფიქრებელი, თავის მელოდიაც აქვს, მაგრამ სიახლისგანაა დაცლილი ყველა კომპონენტი. ყოფითია ყველაფერი რაზეც წერთ, მარტივად იკითხება, საინტერესოა, დამაფიქრებელი, თავის მელოდიაც აქვს, მაგრამ სიახლისგანაა დაცლილი ყველა კომპონენტი.
1. მთელი თავგადასავალი წავიკითხე ამ ერთ ლექსში.
მთელი თავგადასავალი წავიკითხე ამ ერთ ლექსში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|