| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 27 ოქტომბერი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სიმბა და მისი საახალწლო "საჩუქარი" -------------------------------------------------------- მთელი დღის ნაბრძოლს და დაცემულს ბახუსთან ომში... (სახლში მისული, რომ ვეგონე მეუღლეს ბომჟი...) ძლივს მიფორთხებულს საჯალაბოს შესასვლელ კართან, ვერ წარმოიდგენთ სიურპრიზად რა შარი დამხვდა... სანამ გავსწორდი,გავიმართე,აზრზე მოვედი, აზარფეშასთან წილნაყარი მეფე-პოეტი, ცოლის მაგიერ მგლის ნაჯვარი შემომეგება.. ძაღლი კი არა საძაღლეთის მართლა ლეგენდა! ვერ მოვიაზრე სტუმრის რანგი...სახლის პატრონმა, რანგთა ტაბელით,- თავადმა და დიდმა ბატონმა, -წადი,მე შენი! ეგ მაკლია შენც იწყო განსჯა... ან მომინდომო არამკითხეს საზომით დასჯა! და როცა ,ფეხი მოვიქნიე,გზის დასაცლელად, თან შევუკურთხე...მეძნელება იმის აღწერა,- რა ძალით მეცა ეს ჩათლახი...მგლური წესებით, არ შემარჩინა არც ძარღვი და აღარც მყესები... ჯერ გაოცებას და მერე კი საშინელ ტკივილს, ცოლი უმატებს ვაებას და საზარელ კივილს: _შეჭამა მგონი! მომეშველეთ! ძირს არ დაეცეს, ყელში არ ეცეს...და სახლ-კარი თავს არ დამეცეს... ძლივს გამომგლიჯეს...ჭრილობიდან სისხლი მდის ღვარად, ვუყურებ,მიკვირს,აღარ მიღრენს ცივად და ავად... გვერდით მომიწვა ?!...დაკბენილზე თავი დამადო... თვალებით მითხრა:-სხვა გზა აღარ მქონდა თავადო! შენ ისე უცბათ დაგიმონა ღვინის ღვთაებამ, (ხაფანგში ბევრი შენნაირი რა არ გაება?) მერე ოჯახის ვაებას და ლოყების ხოკვას, მგონი ჯობია ეს ექვსი თვე თათების ლოკვა... პირველად ვნახე მოალერსე ძაღლებთან ცოლი... _შენ გენაცვალე! ვინ გაკადროს მჭადი და ცომი, დღეიდან გაჭმევ,ფუნთუშეულს,კატლეტს და ბარკალს, რომ ამაცილე ეს დღეები,- შიშსა და კანკალს! კბენას ვჩივივარ ? მოველოდი ინსულტს და ინფარქტს... შენ აქ იყავი, ეს ჩერჩეტი აცრაზე მიმყავს... დილით,როდესაც ნაბახუსევს გამისკდა თავი, ღვინო კი არა მომაწოდეს შემთბარი წყალი... თან გამაფრთხილეს,-მხსომებოდა ამიერიდან, მალე წაშვავდა...აცრილზე სმას ვინც არ ერიდა... მეხის გავარდნად გამიმჟღავნდა სიმბას ამბავი... მას მოყვა კუთხის ხევისბერის სიცილ ღადავი... -მადლობა მაგას,დროულად რომ იხსნა ოჯახი, და სამსახურშიც აღარ ვისმენ მოთქმა - მოძახილს! დღეიდან სიმბას მეც ვუმატებ ულუფას, სარჩოს, ვისზეც რომ ვეტყვი...არაყ- ღვინოს სევდით რომ ახრჩოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა დიდი მადლობა დიდი
1. შემოგეჩვიეთ :)
მომწონს თქვენი სიხალისე :)
შემოგეჩვიეთ :)
მომწონს თქვენი სიხალისე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|