ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2020


შემოდგომის რანინა

სადაცაა შემოსძახებს
შემოდგომა რანინას.
მზე უღიმის მწიფე ძახველს,
უღრუბლო ცის ბანიდან.
ჰგვანან ძნები ოჩოკოჩებს,
ჩამდგარს მინდვრის მცველებად.
გადაუწევს ოქროს ფოჩებს
სიმინდს მზე თბილხელება.
უკვე დაკრეფს მწიფე ხურმებს
შემოდგომა საცაა.
მიდის კაცი სავსე ურმით,
მისდევს სიო ბანცალა...
მოფრიალე ჩირის ფარდებს,
მოუხატავს ოდები.
ყვება ნადის გულისნადებს,
მოფუსფუსე სოფელი...
სადაცაა შემოსძახებს
შემოდგომა რანინას.
მზეს ჯერ თბილი უჩანს სახე
უღრუბლო ცის ბანიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები