| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 2 ნოემბერი, 2020 |
ხმამ რაფერც კი დიმიბოხდა, ნენეი ჯორკოით მომიხოხდა, მითხრა- კარგათ დიმიყურე, სანამ მენჯზე ზოფაი მოგხდა! ჩემ ნენულამ ყურში მითხრა, -დიგისვანა ერთი კითხვა, რამდეხან ნა გააგრძელო ეზოში ტალახის თითხნა, გაღმელების ციცაის ეშხი, გუშინ წყაროს თავზე ითქვა, ვიცი,შენაც უკუსკუსებ, ბაღნებს მუუწყე გამოკითხვა... სიხარულით ცაში ეველ, უჩუმრათ ვქენ დასტურიო, დოლ-მუზიკის დასაკრავათ, გადმუაბრუნე კასრულიო, ნენემაც ჩეიკურკულა -უყვარს ღორის დასმულიო! ბათაჯაღსაც- გეგონება,- ბუკზეა თაფლწასმულიო! საღამოზე სახლში მოსულ ბაბას მუუყვენ ხებერიო, იმანაც თქვა,-დროზე მეიყვაით, არ დიგვირჩეს ბებერიო! გამოკოჭეს ნიშანი და გაღმელებთან მიკრეს თავი, ჩოხაფრეწიაი,რომ ვეგონე დუშმანს დუუვსე ორნივ თვალი, ვინცხაი მე პრატს დიმიძვირებს, იმას ჩემი ქეჩა ვკარი! გამოსულზე ბაბას უთხრეს, გამოთალე აკვანიო! ჩვენი რძალი ორსულათ გვყავს, გაამზადე საკლავიო! გავმრავლდი და გავწისქვილდი, მხსენებლების აჯიაღზეო, ვინცხას ჩემი ფუფუნი კლავს, დავაბრძანე საჯიაღზეო! ღმერთმა ხეირი ბერექეთი, არ მუუშალოს ნენულასო! ნეტაი რამე დამავიწყებს, იმის ნათქვამ "ხეირულასო!"...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "გავმრავლდი და გავწისქვილდი"- რა მდიდარია ქართული ენა, დიალექტების წყალობით.
"გავმრავლდი და გავწისქვილდი"- რა მდიდარია ქართული ენა, დიალექტების წყალობით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|