ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ოქტომბერი, 2020


სულ სხვა ჭრილში დანახული კორონა

რთულია ალბათ ახალი კორონავირუსის COVID 19 –ის შესახებ ან მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე დაწერო და თქვა ისეთი, ჯერ აქამდე რომ არ თქმულა და დაწერილა.
უამრავი ინფორმაციაა ყველგან - ტყუილიც და მართალიც, პროფესიონალური და დილეტანტური, მოჭორილი თუ მეცნიერულად დასაბუთებული.
უცხო არც ისაა, რომ ბევრმა ფსიქოლოგიური ტერორის იარაღიც კი უწოდა. ზოგმაც ადამიანური ურთიერთობების მკვლელ ვირუსად შერაცხა, რახან ერთმანეთთან სტუმრობას კი არადა მიახლოებასაც უფრთხის ხალხი, გააცივა ადამიანებიო.( აქ უმეტესწილად მაინც შეზღუდული ქელეხები და ქორწილები, ასევე გადამეტებული ხვევნა-კოცნა იგულისხმება) მსოფლიოს გა-რო-ბო-ტი-ზა-ცი-ე-ბა და ჩი-პი-ზა-ცი-ა აქვთ მასონებს ჩაფიქრებულიო.
ყველა მოსაზრების თუ კვლევის, არგუმენტირებულის თუ არაარგუმენტირებულის გახსენება-შეხსენიება შორს წაგვიყვანდა, მე მხოლოდ ერთ ნიუანსზე მინდა შევჩერდე.
გამოთქმაა ასეთი - მედალს ორი მხარე აქვსო. და რატომ მედალს?
გულსაკიდს ორი მხარე აქვს და მოვუძებნოთ ეგებ მეორე პოზიტიური მხარეც:
ვირუსი ისე სწრაფად, მარტივად და ადვილად ვრცელდება, დღეს რომ აფთიაქში შევედით, სუპერმარკეტში ვიყავით, მარშუტკით ვიმგზავრეთ და კიდევ უამრავი რამ, სახლში მისულები სულ იმის ფიქრში და ფორიაქში ვართ, ხომ არ იყო იქ ვინმე ვირუსიანი? ხომ არ დავინფიცირდით და ლამის უკვე ვლოცულობთ, რომ ყველანი კარგად იყოს, რომ ამით მინიმუმ, თავი გადავირჩინოთ!
მე არ მაქვს ვირუსი, მას არ აქვს ვირუსი,მაშინ დიდია ალბათობა, რომ არც შენ გაქვს!
მე მიხარია შენი ჯანმრთელობა, შენ ჩემი, მას ჩვენი...
ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონივით“ გამოდის, ხალხო! “ რათა უკვდავყოთ ერთმანეთის სული-თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ….“
იქნებ, ამიტომაც მოგვევლინა ეს განსაცდელი, რომ ერთმანეთის კარგად ყოფნა ვიწრო ჭრილში მაინც გვიხაროდეს?!
ჩემში ახალი სლოგანიც კი დაიბადა:
ვერ გკოცნი, რადგან მიყვარხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები