ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2020


ჩემ ლამაზი აჭარულით...

მისებურაი ბლაყუნობსო,
(გოია, გოია პრუწუნებენ)
ენას,მარტო მე კი არა-
ფშაველასაც უწუნებდნენ...
ჩემ ლამაზი "აჭარულით",
ქართულ ლექსს თუ რამეს ვმატებ,
რა ვქენ,დერდიც,სიხარულიც,
ამ "ფორმით" თუ გამოვხატე?
სამზეოს  თუ გამოვფინე,
ჩემი კუთხის დიალექტი,
განა,ბლაგვი ყამაით ვთალე-
სასუფევლის ყაფა-ლეხტი?
განა,ეჭვი გავაჩინე,
ფუძეობის სიყვარულში?
ვერ ვთქვი,ვითომ,რომ სამშობლო
"ჩავიკირე" კაკალ გულში?...
დერდებს სულში რომ ვიბექსნი,
რომ ვკიჟინობ,-ქართველი ვარ!
დაღვარული კერე-კუჩხის-
უპირობო მმართველი ვარ!
მეციხოვნეც ვიყავ დიდ ძმის,
ციხე-ყალლეს კირითხუროც,
ახლა ვის სურს "შადიმანის"
ფესი თავზე დამახუროს?...
რაცხათ გინდათ ჩიმითვალეთ,
(რაფერც გინდათ იპრუწუნეთ),
-მისებურაი რაებს წერსო?
ეფრაწუნეთ,იწუწუნეთ...
ჩემ ყონაღში ჭუჭულები
"აჭარულად" ჭუჭუნებენ,
ენას? რა ვქნა...მე კი არა-
ფშაველასაც უწუნებდნენ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები