ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2020


მუდამ გვწყალობდეს იესო

ცხოვრება ნიღბის გარეშე
სასიამოვნო რამ არი,
ღვთის მადლით გავჩნდი მხარეში, -
სადაც მეფობდა თამარი.

იმედით ვცოცხლობ ამქვეყნად,
უფლის და ხვალის იმედით,
ქრისტეს რჯულიც მაქვს საკვეხნად,
ტაძრამდე რწმენით მივედი.

დიდება უფალს! ქართველებს
მუდამ გვწყალობდეს იესო,
,,ვაი, რა კარგი საჩინო
რა ავად მიგიჩნიესო!
დიდება მოთმინებასა
შენსა, უფალო იესო!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები