მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2020
დიდი სიმშვიდე
მინდა სიკვდილი საბანს მიშლიდეს,
მკვდარი ფიქრია შიშის ჩითილი.
ფანჯრიდან ჩემი დიდი სიმშვიდე
გადაფრინდება ხეზე ჩიტივით.
უთუოდ დავხევ სიზმრის ლაინერს
დავკარგე ყველა უცხო სურნელი.
ღმერთისგან უნდა შევქმნათ რაიმე;
ჯერ უშობელი და უზრუნველი.
ეძებს ტკივილი ახალ მოსავალს,
სიკვდილს მავალებს დრო, რომ ვიჟამო.
სხეულმა სული სისხლით მოსვარა
ვით დახეული გიჟის პიჟამო.
ვერ დავეხსნები ნერვებს - " ჰაკერებს "
ტკივილს გადმოვღვრი ბავშვი პინაზე.
რადგან ღიმილი ამომაკერეს
მე მეღიმება ახლა ფინალზეც.
არ მინდა სულის სხეულში გასვრა,
მიწაზე ბალახს ვძოვდე ხბოსავით.
ყელში მაქვს რითმის უაზრო პარსვა
და მინდა სხვა ცა გაუყნოსავი.
ზეცა სახიდან მიწას იწმინდავს
მე მოვრჩი ქვემოთ ძვრა და კვლევები
და მინდა ახლა გასვლა მიწიდან
ამ სხეულიდან განცალკევებით.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
“ ფანჯრიდან ჩემი დიდი სიმშვიდე
გადაფრინდება ხეზე ჩიტივით”
“ ფანჯრიდან ჩემი დიდი სიმშვიდე
გადაფრინდება ხეზე ჩიტივით”
წეროს თოვლი.
2020-11-05 16:21:29
1.
4
4
ლაშა-გელაძე.
2020-11-03 20:07:34
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
22.06.2026 14:04:05