ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ნოემბერი, 2020


მტკივა ადრე გათხოვილი გოგონების ტკივილები

გოგონები, ნაჩქარევად    გათხოვილები
ჩამოუყალიბებელი  ქალიშვილები,
ფაქტიურად  ბავშვები, 
პირველი შეყვარების  "მსხვერპლები"
ბიჭის  ყურადღებით მოტყუებულნი,
პირდაპირ  ქუჩიდან    გათხოვილები,
დაფიქრებამდე  გათხოვილები...


მალევე  ოცნებებადამსხვრეულები
მალე დედობით  დაბმულები
მალე ოჯახის ტვირთით დამძიმებულები
სულ მალე  საკუთარ  ფიქრებში
შეცდომა აღიარებულები...
მერე?

მერე მცდელობა,  რომ  ვითომ არაფერი  შეშლიათ
მერე მცდელობა, რომ  ქმარი  უყვარს
მერე მცდელობა, რომ ოჯახი  კარგია
მერე მცდელობა, რომ უნდა  "შეინარჩუნოს"
მაგრამ რა ...ეს  ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია.
მერე?
ოჯახში  შვილებიანად დაბრუნებულები

ირღვევა  ასეთი კავშირები
მხოლოდ ჰორმონების კავშირები
მხოლოდ    შეცდომითი  ოჯახები
მხოლოდ  შვილების  გამო  შეჩერებულები.

და  ბოლოს...
იწყება    სტატუსები  ტკივილზე, მარტოობაზე,სევდაზე,
გრძელდება სტატუსები    უმადურობაზე,  უსიყვარულობაზე, სევდაზე
აქტიურდება სტატუსები  ღამის საათებში უძილობაზე, მარტოობაზე,  სევდაზე
იწერება  გრძელი    ტექსტები დედაშვილობაზე, სიყვარულებზე და  სევდაზე.
აქტიურდება ფოტოები,  რომ ლამაზია და ისევ ფორმაშია
ფოტოები, სადაც მუდამ  იცინის
სადაც    ყოფილების  გულის გასახეთქად,  სამოსი    ტრენდულია.
მეგობრების  წრე _ფართე
სალონები და  კაფეები_ნაირნაირი...
მეტწილად  ყავით და      კოქტეილებით, განგებ  ფოტოები...

არადა.
მისი  პროფესია  მარკეტში კონსულტანტებს  ვერ გასცდა და შემოსავალი  ძლივს სამნიშნაა...
იმიტომ რომ  პროფესია  გათხოვებამ  მოპარა
სწავლა კი  სიყვარულში გაუცვალა  ქმარს.
თუმცა    ძველი  ცხოვრებით  დაღლილია,
მაინც ახალგაზრდაა და  სიცოცხლით სავსე...
სიყვარული კი ისევ ისე სწყურია, როგორც  თინეიჯერობის დროს.













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები