 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2020 |
ჩამოივლინ გზაზე ბერები, შიშველი ტერფით , უგრძესი წვერით, გამოეყოფა მწირთა ქარავანს ერთი ჟღალწვერა , მოხუცი ბერი .
აქლემს ჩამოხსნის მძიმე ტომარას, მდუღარე ქვიშა სულსაც უდუღებს, მზე გამომწვევად უმატებს კაშკაშს, უფრო ჯიბრით და ძალზე უტუხად.
პატარა სურა მიაქვს ტუჩებთან, ქალის ტანი აქვს სურას უდავოდ, წელზე მოხვეულ თითებს არ უშვებს, თუმც სურა არის , უწყლო, უთავო.
შეაჯანჯღარებს. სურს გადმოდინდეს, ქალის ტანიდან მოკლვა წყურვილის, სურა კი მშრალი, გამოფიტული, ერთ დროს გულ_მკერდი ოფლით ცურვილი, ისე მყიფეა, ისე დაცლილი, ისე მსუბუქი და ისე წმინდა, რომ წელში გასტეხს მკაცრი შეხება, რომელიც მზეს და სამყაროს ბინდავს. აკი უწვავდა სიცხე გულ- მუცელს, აკი ეწვოდა მოხუცს ტერფები ხომ ურჩევნია მზე დააბნელოს,- ძირს დაანარცხოს ცხელი კერპები. მაგრამ კვლავ მიაქვს ბაგესთან სურა, უფრო ამბორით, კრძალვის იმედად, და გარდასული ყმაწვილკაცობა, დასაბნელებლად ვერ გაიმეტა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა დიდი. მადლობა დიდი.
6. ემოციურია მომეწონა, უფრო ჯიბრით და ძალზე უტუხად. თუ უტეხად?
ემოციურია მომეწონა, უფრო ჯიბრით და ძალზე უტუხად. თუ უტეხად?
4. შეფასებული მქონია, ჩუმად. შეფასებული მქონია, ჩუმად.
2. მადლობა, ჯონათან. რამდენადაც ვიცი, "უტუხი" გურულ-აჭარული დიალექტიდანაა. მადლობა, ჯონათან. რამდენადაც ვიცი, "უტუხი" გურულ-აჭარული დიალექტიდანაა.
1. იმ ვარძიელი მონაზონისა არ იყოს...
მომეწონა - ადამიანობის დათრგუნვა როგორი ძნელია, ალბათ... "უტუხი"- მამიდაჩემი ამბობდა ასე და სულ მეგონა, რომ შეცდომით იცოდა ეს სიტყვა :)
იმ ვარძიელი მონაზონისა არ იყოს...
მომეწონა - ადამიანობის დათრგუნვა როგორი ძნელია, ალბათ... "უტუხი"- მამიდაჩემი ამბობდა ასე და სულ მეგონა, რომ შეცდომით იცოდა ეს სიტყვა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|