 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 7 ნოემბერი, 2020 |
მობრძანდი, ნახე როგორია ჩემი სახლი. მინდა გაჩვენო საძინებლის აღმოსავლეთი. აივნის კარი კიდე არის აკვარიუმის, უწყლო, უთევზო, თუმცა მასავით გამჭვირვალე, მიღმა მოლით, დიდი ხეებით, - თავად მზის სხივით გაჯერებული, ჩემ ოთახში კი, მზიან ჩრდილებად სასთუმალთნ შეჩერებული.
მოდი, ნახე როგორია ხედი ფანჯრიდან, იმ ოთახის, სადაც დილით ყავას ვიმზადებ. მზე უხდება მის ყველა კუნჭულს, იგივე ხედი, - ხეთა შორის ნორჩი ბუჩქები, მაგრამ ვარდები?! - აქ დედოფლურად გულმოწყალენი, კვერს რომ უკრავენ ფანჯრის რაფაზე დატყვევებულ ბეგონიებს, - ხართ, არსებობთო...
ეს ოთახი კი, მზეგადასულის ოთახია, ისიც იქითვე იმზირება, საითაც სხვა დანარჩენი, მაგრამ ვერასდროს ვერ ვხედავ მზიანს. აქ ფანჯრის რაფას მიყრდნობია ძველი მაგიდა, მას სავარძელი, კედელს - თარო, თაროს - წიგნები, ალაგ კაქტუსი გამოკრთება და ბევრი ჩარჩო, მათში სახლიდან გაძევებული შვილის სურათით.
ესეც ჰოლი, კარით - აღმოსავლეთი, აბაზანა, მისაღები, საკუჭნაოც კი... ყველა სხვა მხარე - ყრუ კედელი...
...და დავასრულეთ, სულ ეს იყო ჩემი მახინჯი სახლი -აღმოსახლეთი.
აქ იხრჩობიან, იღვენთებიან, ქარწყლდებიან იმედები ჩამავალ მზემდე და ამიტომაც მხოლოდ დილებს აქვთ უფლება თვალს მისწორებდნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. საკუთარი სახლის აღწერა ალბათ სულის იმ კუთხე- კუნჭულების გამზიურებაა, რომელთაც ხშირად უფრო ჩრდილში ვფარავთ ხოლმე ... საინტერესო იყო ჩემთვის აღმოსავლეთისა და დასავლეთის განცდა - სულისა და სხეულის დაპირისპირებად აღვიქვი. ძალიან მომწონს, ძალიან. მეც მაქვს ამ თემაზე, ანუ ჩემს სახლზე, დაწერილი. წარმატებები. საკუთარი სახლის აღწერა ალბათ სულის იმ კუთხე- კუნჭულების გამზიურებაა, რომელთაც ხშირად უფრო ჩრდილში ვფარავთ ხოლმე ... საინტერესო იყო ჩემთვის აღმოსავლეთისა და დასავლეთის განცდა - სულისა და სხეულის დაპირისპირებად აღვიქვი. ძალიან მომწონს, ძალიან. მეც მაქვს ამ თემაზე, ანუ ჩემს სახლზე, დაწერილი. წარმატებები.
8. მომეწონა მთლიანობაში.
მომეწონა მთლიანობაში.
7. ლელა მგელაძე, გმადლობთ კომენტარისთვის. დიახ, სამყარო უსაშველოდ ლამაზია, მაშინაც კი, როცა მხოლოდ აღმოსავლეთს უყურებ. ტრაგედია კი, შეგუებაც შეიძლება გახდეს იმასთან, რასაც არ გინდა რომ ეგუებოდე. ცოცხლები გვქვია, კი, თუმცა მხოლოდ აღმოსავლეთით მიცვალებულთა „მზერაა“ გაყინული.
ლელა მგელაძე, გმადლობთ კომენტარისთვის. დიახ, სამყარო უსაშველოდ ლამაზია, მაშინაც კი, როცა მხოლოდ აღმოსავლეთს უყურებ. ტრაგედია კი, შეგუებაც შეიძლება გახდეს იმასთან, რასაც არ გინდა რომ ეგუებოდე. ცოცხლები გვქვია, კი, თუმცა მხოლოდ აღმოსავლეთით მიცვალებულთა „მზერაა“ გაყინული.
6. მადლობა, ანა, კარგი იქნებოდა :)
ახალი წლიდან კოვიდის ვაქცინაცია დაიწყება, ეშველება სამყაროს და ჩვენც :) მადლობა, ანა, კარგი იქნებოდა :)
ახალი წლიდან კოვიდის ვაქცინაცია დაიწყება, ეშველება სამყაროს და ჩვენც :)
5. აკვარეუმად კი მიიჩნევს გმირი, მაგრამ შესაშური და საოცნებო ხედებია. სახლიდან გაგდებული, მზეგადასული შვილის ამბავი, მგონი, უფრო ტრაგიკულად აღვიქვი, ვიდრე ავტორს უნდოდა. აკვარეუმად კი მიიჩნევს გმირი, მაგრამ შესაშური და საოცნებო ხედებია. სახლიდან გაგდებული, მზეგადასული შვილის ამბავი, მგონი, უფრო ტრაგიკულად აღვიქვი, ვიდრე ავტორს უნდოდა.
4. მახინჯად სულაც არ მომეჩვენა შენი აღმოსახლეთი . გესტუმრებოდი ფინჯან ყავაზე და დასახრჩობად განწირულ შენს იმედებს ყულფიდან ჩამოვხსნიდი. მახინჯად სულაც არ მომეჩვენა შენი აღმოსახლეთი . გესტუმრებოდი ფინჯან ყავაზე და დასახრჩობად განწირულ შენს იმედებს ყულფიდან ჩამოვხსნიდი.
3. მიხარია რომ მესტუმრეთ :-* მადლობა :) მიხარია რომ მესტუმრეთ :-* მადლობა :)
2. როგორი ორიგინალურია სამურაი,აღმოსახლეთითაც.-დამამახსოვრდება❤ 5 როგორი ორიგინალურია სამურაი,აღმოსახლეთითაც.-დამამახსოვრდება❤ 5
1. გესტუმრეთ :)
ვარდებმა, ბეგონიებმა და კაქტუსებმა რა სახასიათო შტრიხები შეჰმატეს აღმოსახლეთს.
ძალიან მომეწონა, იმ ფონზეც კი, რომ მზიანი ოთახები არ მიყვარს :)
გესტუმრეთ :)
ვარდებმა, ბეგონიებმა და კაქტუსებმა რა სახასიათო შტრიხები შეჰმატეს აღმოსახლეთს.
ძალიან მომეწონა, იმ ფონზეც კი, რომ მზიანი ოთახები არ მიყვარს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|