2. „ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს, და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი, საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს“.
ეს ივერიელთა ერთობის ტრაქტატის შინაარსია. ივერიელთა ერთობის ტრაქტატი პატრიარქის ინიციატივით გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერში. ჯერ სვეტიცხოველში იყო წარმოდგენილი, ხოლო ერთი წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ხელის მოწერა, პატრიარქი საზოგადოებას ტრაქტატის ხელმოწერისკენ მოუწოდებდა. ბევრმა მოაწერა ხელი. ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მეც მაქვს ხელი მოწერილი. ივერიელთა ერთობის ტრაქტატს დედაჩემის ხელმოწერაც ამშვენებს, ვამაყობ!
ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:
,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.
გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.
მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!
მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.
ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი საშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.
ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.
მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობართან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.
1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია. როცა ვამბობ ეროვნულ მოძრაობას, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვგულისხმობ ირაკლი ბათიაშვილს. ირაკლი ბათიაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დანარჩენ მამულიშვილებთან ერთად, 9 აპრილის გმირებთან ერთად.
რამდენიმე წლის წინ ირაკლი ბათიაშვილი დამესიზმრა ციხიდან განთავისუფლებული. ჩემს სიზმარში ბატონ ირაკლისთან ერთად ვეწვიე მთაწმინდის პანთეონს და ზვიადისა და მერაბის საფლავებზე სანთლები დავანთე. მე რა თქმა უნდა ნამყოფი ვარ მთაწმინდის პანთეონში (ბოლოს 2011 წელს ვიყავი), მაგრამ მომავალში ირაკლი ბათიაშვილთან ერთად მინდა ვეწვიო მთაწმინდის პანთეონს, საქართველოს თავისუფლებისათვის შეწირულ მამულიშვილებს სანთლები დავუნთო და ჩემივე ლექსები წავუკითხო (ზვიადზე, მერაბზე და 9 აპრილზე არაერთი ლექსი მაქვს შექმნილი). ირაკლი ბათიაშვილს არანაკლები წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. აქვე აღვნიშნავ რომ ირაკლი ბათიაშვილს პირადად არ ვიცნობ.
მათმა ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ კოსტავა ვერ მოესწრო, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბორითთან.
მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.
თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.
ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“
მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
მამულიშვილებს
მამულიშვილნო! მიყვარხართ, დიდია თქვენი ამაგი, ჯიხვის რქით დამილოცნია ჩვენი ჯიში და ალაგი.
იყო დიდგორი, შამქორი, ცხრა აპრილი და შინდისი, ყველა ერთგული ქართველი არის ამ ქვეყნის სინდისი.
თავისუფლებას უმღერის დღეს მათი შთამომავლობა... სამშობლოს სამსახურისთვის მამულიშვილებს - მადლობა!
ოთარ რურუა
2020
https://www.facebook.com/otar.rurua/videos/3661846603880514 „ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს, და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი, საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს“.
ეს ივერიელთა ერთობის ტრაქტატის შინაარსია. ივერიელთა ერთობის ტრაქტატი პატრიარქის ინიციატივით გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერში. ჯერ სვეტიცხოველში იყო წარმოდგენილი, ხოლო ერთი წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ხელის მოწერა, პატრიარქი საზოგადოებას ტრაქტატის ხელმოწერისკენ მოუწოდებდა. ბევრმა მოაწერა ხელი. ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მეც მაქვს ხელი მოწერილი. ივერიელთა ერთობის ტრაქტატს დედაჩემის ხელმოწერაც ამშვენებს, ვამაყობ!
ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:
,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.
გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.
მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!
მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.
ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი საშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.
ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.
მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობართან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.
1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია. როცა ვამბობ ეროვნულ მოძრაობას, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვგულისხმობ ირაკლი ბათიაშვილს. ირაკლი ბათიაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დანარჩენ მამულიშვილებთან ერთად, 9 აპრილის გმირებთან ერთად.
რამდენიმე წლის წინ ირაკლი ბათიაშვილი დამესიზმრა ციხიდან განთავისუფლებული. ჩემს სიზმარში ბატონ ირაკლისთან ერთად ვეწვიე მთაწმინდის პანთეონს და ზვიადისა და მერაბის საფლავებზე სანთლები დავანთე. მე რა თქმა უნდა ნამყოფი ვარ მთაწმინდის პანთეონში (ბოლოს 2011 წელს ვიყავი), მაგრამ მომავალში ირაკლი ბათიაშვილთან ერთად მინდა ვეწვიო მთაწმინდის პანთეონს, საქართველოს თავისუფლებისათვის შეწირულ მამულიშვილებს სანთლები დავუნთო და ჩემივე ლექსები წავუკითხო (ზვიადზე, მერაბზე და 9 აპრილზე არაერთი ლექსი მაქვს შექმნილი). ირაკლი ბათიაშვილს არანაკლები წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. აქვე აღვნიშნავ რომ ირაკლი ბათიაშვილს პირადად არ ვიცნობ.
მათმა ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ კოსტავა ვერ მოესწრო, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბორითთან.
მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.
თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.
ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“
მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
მამულიშვილებს
მამულიშვილნო! მიყვარხართ, დიდია თქვენი ამაგი, ჯიხვის რქით დამილოცნია ჩვენი ჯიში და ალაგი.
იყო დიდგორი, შამქორი, ცხრა აპრილი და შინდისი, ყველა ერთგული ქართველი არის ამ ქვეყნის სინდისი.
თავისუფლებას უმღერის დღეს მათი შთამომავლობა... სამშობლოს სამსახურისთვის მამულიშვილებს - მადლობა!
ოთარ რურუა
2020
https://www.facebook.com/otar.rurua/videos/3661846603880514
1.

|