ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო გვაზავა
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2020


დაბადება

ეს ის დროა ...როცა სინათლე მოსული არაა და ისევ მიდის.

გაზი ბალონებით იტენება.

და ბენზინი ლიტრობით იყიდება...

ქურდობის დიდოსტატები კი ზღაპრიდან გამოვარდნილი სახელ
განთქმულნი გმირები არიან.

თუ შემთხვევით ბავშვმა ბინის გასაღები დაკარგა კარგად იცი ვის მიმართო ვითომდა ხვეწნით შენს გარდა ვერავინ მიშველისო და თან გეშინია ხვალ შენი თხოვნა ,ჭკუას არ მოუვიდესო. არადა მის არც იქით და არც აქეთ გზა არ გაქვს ..

მის ჯადოსნურად გახსნილ კარებს კი ლოცავ!!

-შენი ხელებს ვენაცვალეო ...

სახლში შესული უმალ პირში წყალს ივლებ

- ეს რა ვთქვი , ღმერთო მაპატიეო ..

ეე , რას იზამ რას არ გათქმევინებს ცხოვრება..

ხო და ეს დრო დაყოყოჩობს და ფუფუნებაა , ერთ დროულად გქონდეს დენი, გაზი , სითბო და არ გეშინოდეს.

ერთხელ მამაჩემმა მანქანისთვის ორი სპეციალური საკეტის მოიტანა ..

ერთი საჭეს ერგებოდა, მეორე სატერფულებს. ვინცობაა სიგნალიზაციამ მიმტყუნოს ესენიც ჰქონდესო..

მართალია სულ ერთი ორჯერ თუ იხმარა, მაგრამ მაინც საკუთრის დაცვას ცდილობდა ..

ერთხელ შუა ღამისას კარზე სწრაფი კაკუნი ატყდა ..

კაკუნს ბრახუნი მოყვა და ბრახუნს კარის გაღებაზე მუდარა ..

აქოშინებული კაცი, რომელიც ნაწყვეტ -ნაწყვეტ ითხოვდა

-მშობიარობა დაეწყო ჩემს შვილს და სამშობიაროში წაგვიყვანეო ..

- აქაო და მშობიარეო ..

საქმე დასწრაფდა - ჯერ მეოთხე სართულზე ამოსული მამა

მერე წყვეტ -წყვეტად ნათქვამი და ძლივ გაგონილი ..

-ხო და ფიქრის დრო არ იყო ..

- გიორგი წამოვიდეს ! ბრძანა მამამ ჩემს ძმაზე და სამშობიაროსაკენ იფრინეს ..

მანქანაში გოგო წინ იჯდა და ალაგ -ალაგ სუნთქვას და ტირილს ერთმანეთს ანაცვლებდა ..

სწრაფადო , დანიშნულების ადგილზე მისვლა იყო მთავრი მიზანი ..

მისვლისას ვინ საით გარბოდა კაცმა არ იცის... ვინ ექიმს ეძახდა და ვინ ექთანს ვის გოგო მიყავდა ..

მამამ იცის რა ,რომ გიორგი იქ ეგულება ..

სიბნელეში მანქანიდან გადმოსულ პატარა ბიჭი დატუქსა

-შენ სად მოდიხარ დაჯექი მანქანას უდარაჯეო !!!

და უკან შეასკუპა.

- -სამშობიაროს ტერიტორიაც ალაგ- ალაგ ანათებს ..

ზამთრის სიგრილე კი დაცუნცულებს მდუმარედ ღამის ქუჩებში ...

-ბიჭია გამოვარდა მალევე მახარობელი..

- ბიჭი!!! ვაშაა ბიჭი დაიბადა !!.. გილოცავთ !!! გილოცავთ !! მხოლოდ ახლაღა შენიშნეს ნათესავებმა ერთანეთი

- მილოცვას აკლდა მამიკო..

-მამაა სადა ??

-მამა ??

მამა კი არსად იყო.

ნამდვილად წამოვიდა ...

მამაჩემს გაახსენდა , რომ სიბნელეში ვიღაც მანქანაში დატოვა

შენსავით კეთილი და მშვიდი ბიჭი დაიბადა ..

- გილოცავ !!!!

მიახარა მამამ - და ჩაეხუტა მორჩილად მომლოდინე მამას ..

სიძე სიხარულისგან , ხან იცინოდა, ხან ტიროდა ..

- აბა მორჩილება სათნოებაოო

​ცოლის ნათესავებთან სიცილისგან თავის დაცვის მიზნით - ამბობდა ისიც ჩუმად და მორიდებით.

აბა კიდევ ერთი სათნო და მშვიდი ბიჭი მოევლინა ქვეყანასო..
კიდევ იცინოდნენ და იცინოდნენ

მამაჩემი ამბობდა ეს რა დამემართაო..
- აბა ბიჭის მამა ასეთი უნდა იყოსო ..
...
ხო დაიცინოდნენ  იცინოდენ და უხაროდათ ..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები