 | ავტორი: სალალო ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2020 |
რა ლამაზია, როცა თვალებს ცრემლი ადგება, ანუ, როდესაც სიმძაფრის პიკს აღწევს გრძნობები, რა ლამაზია, გულისადმი ყველა ბრალდება, მათშორის, სევდაც, ლამაზია... და ის ძონძებიც,
უბრალოებას რომ აცვია, გრაციოზულად.
სერიოზულად... შეიშალა მთელი სამყარო.. ტრაგედიაა? არა! უფრო ტკბილი ხუმრობა, რადგან შეშლილთ ეს ჩვეულება გვაქვს საამაყო: გველამაზება ყველაფერი - უცნაურობა!
და რა ლამაზად ეამბორა იმედს ოცნება, სიცივეს სითბომ მიაკითხა, მთელი ამალით, მზე ღრუბლებთან კი დაიღვარა ცხელ-ცხელ კოცნებად, პოზიტივია ყველაფერში გამოსავალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ნართანიანი მრავლობითი ავტომატურად მაგდებს ნეოლითის ხანაში :( თან ეს ცრემლები, უბრალოების გრაციოზული ძონძები და სენტიმენტებიც ბანალურია. ბოდიში ამ შეფასებისთვის. ნუ მიწყენ.
ნართანიანი მრავლობითი ავტომატურად მაგდებს ნეოლითის ხანაში :( თან ეს ცრემლები, უბრალოების გრაციოზული ძონძები და სენტიმენტებიც ბანალურია. ბოდიში ამ შეფასებისთვის. ნუ მიწყენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|