ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2020


ჩვენ, - ქართველები...

ჩვენ, - ქართველები, ემოციური ხალხი ვართ,
გვიყვარს, გვწამს, გვჯერა, ვგულშემატკივრობთ, გვადარდებს,
უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს მაღლიდან
ამ საქართველოს, - ჩვენს ყოველდღიურ სადარდელს.

ჩვენ, - ქართველები, უნიკალური ერი ვართ,
ჩვენი კულტურით, ტრადიციებით, ზნეობით,
დამილოცნია წინაპრის საწნახელიდან,
გვეხაროს მუდამ ერთურთის კეთილდღეობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები