ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2020


მე რომ მინდოდა...

მე რომ მინდოდა, ის არ ასრულდა...
არც ისე მოხდა, შენ რომ ფიქრობდი.
მოვრჩეთ დავას და კამათს წარსულთან,
სხვა ცხოვრებაში გელი, იქ მოდი!
რა რატომ მოხდა, აბა, რა ვიცი,
გრძნობის ნარჩენით ხსოვნას ვაპურებ...
ვნების სვირინგი დამრჩა ლავიწზე,
და ვერნაპოვნი ცალი საყურე...
მე რომ მინდოდა, ისე არ თოვდა,
არც ისე წვიმდა, შენ რომ გინდოდა...
სევდამ ცოტა ხნით მომიმარტოვა,
მერე თან გაჰყვა უამინდობას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები