| ავტორი: შაკსონკინგი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 ნოემბერი, 2020 |
არ ვარ პოეტი, არც მეპოეტება, არც მორწმუნე ვარ არც ძლიერი ადამიანი, არც ამბიციური, არც ჭკვიანი, არც დადებითი. მშიშარა ვარ, სულ ვიმალები. არ ვარ თამამი და უშიშარი, არ ვარ მოყვარე და არც მოძულე ვარ, არც ოსტატი ვარ და არც ნიჭიერი. ვერ ვხატავ, ვერ ვმღერი მაგრამ ვთამაშობ, ვთამაშობ უკეთეს ადამიანს ვიდრე ვარ და ვიქნები. ვერ შევიცვლები ძალა არ მაქვს ვიყო უკეთესი, მაგრამ ვიყო უარესი ამისათვის საკმარისი ძალა მაქვს, ვხვდები ჩემს უბრალო როლს ამ ცხოვრებაში, რომ ვეცოდებოდე ვინც მიცნობს და ვუყვარდე ვინც არ მიცნობს, ვისაც არ უნახავს ჩემი შეუნიღბავი სახე, არ მიყვარს მშობლები, არც მეგობრები არც გოგო რომელსაც ვხვდები და ვხვდებოდი, არ მიყვარს ახლოლები და მეზობლები, არ მიყვარს ღმერთი, არც ჩემი თავი არ მიყვარს, პატივს არაფერს არ ვცემ, რატომ დავიბადე ასეთი უმადური უგულო და უსულო?! ვწერ ამას რომ იქნებ ვინმემ გამამხნეოს შემიცოდოს და მითხრას არა შენ უკეთესი ხარ და უფრო კარგი ხარო, ასე დაეცა ჩემი სული რომ ვიხვეწები სიტყვებს რომელსაც ხშირად ვისმენ, საქებარს და სასიყვარულოს მაგრამ ის მე არ მეკუთვნის, ის ჩემს ყალბ ადამიანობას ეკუთვნის, და მე რეალურ მეს რა მეკუთვნის? ვინმე ოდესმე გამიგებს? მინდა ვიყო ის რაც ვარ მაგრამ მშიშარა ვარ, ნიღიბს მოხსნა მეშინია. ასევე მეშინია ჩემი თავის რადგან მას მე არ ვუყვარვარ და არც მე მიყვარს ის. მინდა ღმერთთან უფრო ახლოს ვიყო, ეს იქნება ქრისე, ბუდა თუ კრიშნა, სულერთია. ღმერთი მჭრდება, და მჭირდება ჩემი ახალი მე რომელიც უკეთესი იქნება, მაგრამ მეშინია რომ უკეთესი ვერ გავხდები და ამისათვის თემს თავს უფრო ვებრძვი, გამუდმებით ვსაუბრობ, მაგრამ ეს დიდიხანი არ გრძელდება, ჩემი გონება სწრაფად ივიყწებს სურვილს და მოწადინებას, შემდგომ ისევ ნიღაბს ვიკეთებ და დავდივარ ბედნიერი მხიარული მზრუნველი ნიჭერი ყურადღებიანი და მოწესრიგებული ადამიანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ფსიქოლოგი გჭირდება :) ფსიქოლოგი გჭირდება :)
5. დილით როცა ადგებით ჩაიხედეთ სარკეში და მოიწონეთ თქვენი თავი, ვა, რა ლამაზი და კარგი ვარ, მშვენიერი ვარ, თქვი ეს სიტყვები და მთელი Dღისგანმავლობაში შეინარჩუნე ეს განწყობა. სანამ საკუთარ პიროვნებას არ შეიყვარებ სხვა? სხვას რას ელოდები. მიმოიხედე შენს გარშემო შენზე უარესებიც არიან, პრობლემა თუ გაქვს , უნდა მონახო გზა როგორ გადაჭრა . ფიქრი, დარდი და წუწუნი ზედმეტია, მუდმივად იქონიე თავის იმედი, ვითომ არავინ გყავს!!! დილით როცა ადგებით ჩაიხედეთ სარკეში და მოიწონეთ თქვენი თავი, ვა, რა ლამაზი და კარგი ვარ, მშვენიერი ვარ, თქვი ეს სიტყვები და მთელი Dღისგანმავლობაში შეინარჩუნე ეს განწყობა. სანამ საკუთარ პიროვნებას არ შეიყვარებ სხვა? სხვას რას ელოდები. მიმოიხედე შენს გარშემო შენზე უარესებიც არიან, პრობლემა თუ გაქვს , უნდა მონახო გზა როგორ გადაჭრა . ფიქრი, დარდი და წუწუნი ზედმეტია, მუდმივად იქონიე თავის იმედი, ვითომ არავინ გყავს!!!
4. სული მეხუთება როდესაც მაქებენ, ისეთზე რომელიც სავალდებულოდ გავაკეთე. და რაიქნება თუ მთელი ცხოვრება შემეშინდება და ვერ გადავლახავ ვერაფერს. ყოველთვის ასეთი უმწეო და არარაობა ვიქნები? არ მინდა ისე დავბერდე რომ ჩემი თავი დამავიწყდეს და ისე მივეჩვიო გამოგონილ პერსონაჟს რომ დავიჯერო კიდეც რომ ის ვარ. მინდა თავი კედელს ძლიერად დავარტყა არა თვითდაზიანებისთვის, არამედ გონზე მოსვლისთვის. თინეიჯერობის ასაკი გავიარე, გავიარე მსგავსი სკოლა რომელიც სიყვარულობანაა და ეგეთები. მსგავსი არ მაინტერესებს. საქმე კიდევ უფრო "*აკშია". სული მეხუთება როდესაც მაქებენ, ისეთზე რომელიც სავალდებულოდ გავაკეთე. და რაიქნება თუ მთელი ცხოვრება შემეშინდება და ვერ გადავლახავ ვერაფერს. ყოველთვის ასეთი უმწეო და არარაობა ვიქნები? არ მინდა ისე დავბერდე რომ ჩემი თავი დამავიწყდეს და ისე მივეჩვიო გამოგონილ პერსონაჟს რომ დავიჯერო კიდეც რომ ის ვარ. მინდა თავი კედელს ძლიერად დავარტყა არა თვითდაზიანებისთვის, არამედ გონზე მოსვლისთვის. თინეიჯერობის ასაკი გავიარე, გავიარე მსგავსი სკოლა რომელიც სიყვარულობანაა და ეგეთები. მსგავსი არ მაინტერესებს. საქმე კიდევ უფრო "*აკშია".
3. როცა ფიქრობ და იძიებ საკუთარ თავს ე.ი. დაწყებული გაქვს. ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, არსიყვარულის და პროტესტის ფაზაში მგონიხართ. ამას ყველა დაძლევს და დაძლევთ თქვენც, თუმცა როცა ბორკილებს დაამსხვრევთ და სხვისი აზრის მონობა აღარ დაგემუქრებათ, მერე ცრუ ეგოს მონობაში გადახვალთ. მთავარია ამ ფაზაში არ ჩარჩეთ. აქ ამთავრებს აბსოლიტური უმრავლესობა, რადგან არაფრით კმაყოფილდება იგი, დაუსრულებლად ითხოვს. მისი დამსხვრევა შეიძლება, კი, მხოლოდ სიყვარულით, როცა მიხვდებით რომ სხვა არ არსებობს და ის სხვაც თქვენ ხართ, მხოლოდ მაშინ დაიშლება ცრუ ეგო. აქ უფრო ადვილად ახსნა არც გამოვა და ვერც ვერავინ მოგცემს ზუსტ ფორმულას. როცა ფიქრობ და იძიებ საკუთარ თავს ე.ი. დაწყებული გაქვს. ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, არსიყვარულის და პროტესტის ფაზაში მგონიხართ. ამას ყველა დაძლევს და დაძლევთ თქვენც, თუმცა როცა ბორკილებს დაამსხვრევთ და სხვისი აზრის მონობა აღარ დაგემუქრებათ, მერე ცრუ ეგოს მონობაში გადახვალთ. მთავარია ამ ფაზაში არ ჩარჩეთ. აქ ამთავრებს აბსოლიტური უმრავლესობა, რადგან არაფრით კმაყოფილდება იგი, დაუსრულებლად ითხოვს. მისი დამსხვრევა შეიძლება, კი, მხოლოდ სიყვარულით, როცა მიხვდებით რომ სხვა არ არსებობს და ის სხვაც თქვენ ხართ, მხოლოდ მაშინ დაიშლება ცრუ ეგო. აქ უფრო ადვილად ახსნა არც გამოვა და ვერც ვერავინ მოგცემს ზუსტ ფორმულას.
2. როგორ გავიგო ვინ ვარ თუ არ ვიცი როგორ დავიწყო ? როგორ გავიგო ვინ ვარ თუ არ ვიცი როგორ დავიწყო ?
1. „მინდა ვიყო ის, რაც ვარ“ შენ უკვე ხარ ის, ვინც გინდა რომ იყო, ერთმნიშვნელოვნად ხარ! შენ უბრალოდ უნდა შეძლო და გაიგო ვინ ხარ. ეს უბრალო საუბარი უბრალო სათაურით გზის დაწყების სურვილია. ვერავინ გეტყვის რა უნდა გააკეთო ამისთვის კონკრეტულად, ზოგადად კი უნდა აღიჭურვო სიყვარულით და გამუდმებით უსმინო სინდისს. მშვიდობით გევლოთ. „მინდა ვიყო ის, რაც ვარ“ შენ უკვე ხარ ის, ვინც გინდა რომ იყო, ერთმნიშვნელოვნად ხარ! შენ უბრალოდ უნდა შეძლო და გაიგო ვინ ხარ. ეს უბრალო საუბარი უბრალო სათაურით გზის დაწყების სურვილია. ვერავინ გეტყვის რა უნდა გააკეთო ამისთვის კონკრეტულად, ზოგადად კი უნდა აღიჭურვო სიყვარულით და გამუდმებით უსმინო სინდისს. მშვიდობით გევლოთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|