ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2020


რაფერ გადავსხვაფერდე...

ვერ მივახდინე მე ამათ,
დავბერდი,უკვე დავბერდი!
მომჩემებიან ჯიუტად,-
ადექ და "გადასხვაფერდი"...
ან ზნე ვიცვალო,ან ფერი?
ან იმიჯს შევუკიტინო...
რომ ვერ ვქნა თქვენი საფერი,
ხომ მეტყვით,-ბოლავ, კრეტინო?...
რაფერნა გადავსხვაფერდე,
მასწავლეთ მაი ილეთი!
ტრენინგზე მაინც დამპაიჯეთ,
დაბერებულის ბილეთით...
შამუალ,რაცხას გევგონებ,
რაც აქობამდე არ ვიცი,
ეგება მეც გამოვდგები
"სხვაფრანაირად"...რა იცი?
ვინცხამ რომ გითხრათ,-ეგება
სხვაფერობის მაქვს ჰევესი...
ბევრი იზრუნა მის დროზე,
"მონაზონად"რომ დევესვი...
მერხთანაც მეჯდა...არ მითქვამს,
ამდენს როგორა "ბედავო"?...
გუუძელ ზეწოლებს,რისხვას...
და ახლა,ვუხმობ-"დედაოდ"...
მაგან გირჩიათ,ნამდვილად
ჩემი "გადასხვაფერებაც"...
დაგარწმუნათ,რომ ამის ქნა
ჩემს ყოფას შეეფერება!
კიდო გეტყვით,რომ შემეშვით,
სხვაფერობისთვის დავბერდი...
სადღაა ის დრო,კილდეს რომ
უკირკოდ,ბლიკვით ვანგრევდი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები