მე ის აშკარად დავკარგე მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ, რა დამავიწყდა ის სიტყვა, ეტყობა თავიდან ამომიფრინდა და ვერ ვიხსენებ.
სხვა სიტყვებით ვცდი გახსენებას : დილით რომ დგები, რაიმე სასიამოვნოს გაიგონებ და მერე მთელი დღე აგეკვიატება და გეღიღინება, ეგ არის დაკარგული. არა, პერსევერაცია არა...
დაიცა, უფრო გარკვევით ვცდი: საღამოს რომ გინდა რამე დაწერო და გული გეუბნება , დაწერეო და მერე რომ ვერ წერ. აარა, არა, სკლეროზი კი არა...
ოჰჰჰ, ვერ მიგახვედრეთ... ბებიაჩემს რომ ჭირდა, როცა მოხუცი იყო და არ იცოდა რა ექნა, რაღაც უნდოდა გაეკეთებინა, მაგრამ ეგ ხელს უშლიდა არააა, სახსრების კოკსართროზი კი არა, არა...
არა, სულ სხვანაირად ვიტყვი: როცა გოგო ხარ და ბიჭი გიყვარს და სულ მასზე ფიქრობ და ერთად ყოფნა გინდათ და მეტი აღარ შეგიძლიათ, ისე გიყვართ და სულ მასზე ფიქრობ და... არა პრეზერვატივი არ დამიკარგავს.
იქნებ ასე უფრო მარტივია და გამახსენდეს: სტიქიასთან როცა ხარ შეჭიდებული და ყველანაირ კონფლიქტს და ცვლილებათა მეტამორფოზას აფიქსირებ ანდა როცა ექსპერიმენტს ატარებ და კვლევასა და შემეცნებას ცდილობ და არაფერი გამოგდის... ცვლილების და სტაბილურობის მუდმივი განცდის , მყარი არგუმენტების და მრავალფეროვანი მონოტონურობის ფონზე როცა ცდილობ ყველაფრის პრეზენტაციასა და ტრანსლაციას... ვაიმე, მაინც არ გამახსენდა...
დილით რომ მისით ხარ სავსე, მიდიხარ სამსახურში და გზაში ფიქრობ, რომ როგორც კი მიხვალ, ერთი სული გაქვს კომპიუტერს ჩაუჯდე და ნახავ, რომ აღარ გაქვს... არა, საფულე არა არც ბლოკნოტი.
გამახსენდა...
როცა გემი ხარ, მიაპობ შორეულ ტალღებს , გეხეთქება ზღვა და ხომ მოგინდება გაჩერება, ხომ უნდა ჩაუშვა ღუზა.... ჰოდა, გამახსენდა, მუზა დავკარგე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუზას არ უყვარს მოცდა, როცა გესტუმრება მასპინძლობა გაუწიე , თორემ როგორც მოვა ისე წავა, წავა თავისთავადაოო. მუზას არ უყვარს მოცდა, როცა გესტუმრება მასპინძლობა გაუწიე , თორემ როგორც მოვა ისე წავა, წავა თავისთავადაოო.
3. ჯერ დაკარგული მაქვს(თუ მყავს?) და არ ვიცი სად ვიპოვი... თქვენ იყავით კარგად :) ენერგია სულაც არ დამიკარგავს, ახლა ვარ თუ ვარ ჯანზე... ჯერ დაკარგული მაქვს(თუ მყავს?) და არ ვიცი სად ვიპოვი... თქვენ იყავით კარგად :) ენერგია სულაც არ დამიკარგავს, ახლა ვარ თუ ვარ ჯანზე...
1. მივყვებოდი და ვფიქრობდი - ენერგია, თურმე რა. მოდი, მუზა, მარისთან, მოდი, ნუ დაიკარგები. :-* მივყვებოდი და ვფიქრობდი - ენერგია, თურმე რა. მოდი, მუზა, მარისთან, მოდი, ნუ დაიკარგები. :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|