4. კონკრეტულად, რის გამო არ ვიცი, მაგრამ "ფაუსტის" "სუნი" მოაქვს, რაც ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის.:) ლექსის საერთო განწყობა, მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ნაზი პასაჟებით იწყება: "სულის - საფშვინველში", "გასული თიბათვე" :) მძიმეა, კი და მართალია, ჩანს რომ ლირიკული გმირი მზადაა, "ვალის დასაბრუნებლად", მე მომეჩვენა, რომ ამას, დიდი სურვილით კი არ აკეთებს, უბრალოდ, ყველა გზა მოსინჯა, ყველა გამოცდილება ყალბი აღმოუჩნდა, რაც შეალია ბედის შეცვლას, დიდძალ დაღლად და დაცლად დაუჯდა, ამიტომ უბრუნდება, ბედზე დაკიდებულ ანაფორას, რომელიც ისედაც სულ იქ ეკიდა, თავისთვის, როგორც "უხმარი ჯვრები" :) ალბათ, მკითხველთა უმეტესობა, იქნებ ავტორიც ამ ლექსით იმას გაიგებს/ამბობს, რომ ეს სამსჯავროზე მდგარი, საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, მსხვერპლად გამზადებული ადამიანის "ნამდვილი თამაშია", თუმცა, მე მგონია, რომ ეს არის "აჰაა, მოვედი, რადგან ისედაც არ მქონია სხვა გზა, თუმცა ვეცადე:) და აჰაა, მე თვითონ ავლესავ, ნამგალს იმ ჯეჯილისთვის, რომელიც შემრჩა:)" (როგორც მკითხველს უფლება მაქვს, ინტერპრეტაციის:)) ) მოკლედ, ლექსის ფორმაზე მეტად, აზროვნება მომწონს აქ. მე ლექსს უფრო დავწრიტავდი აზრების გამეორებებისგან, რადგან არის ძალიან კარგი ადგილები და მეტაფორები: "ახლა გვიანია დაყრა მონეტების", "ღმერთო გამოგართმევ იმ ძველ ანაფორას ბედის ლურსმანზე რომ საგზლად ჩამოკიდე", "აქ ამ სპექტაკლში ნამდვილია მხოლოდ თამაში".. "უხმარი ჯვრები," "და მე ვულესავ ჩემთან მოსულ იმ შენს ანგელოზს ჩემს სულის ფსკერზე მოსამკველი ჯეჯილის ნამგალს." და ა.შ.
წარმატებას გისურვებ, ავტორო<3 კონკრეტულად, რის გამო არ ვიცი, მაგრამ "ფაუსტის" "სუნი" მოაქვს, რაც ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის.:) ლექსის საერთო განწყობა, მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ნაზი პასაჟებით იწყება: "სულის - საფშვინველში", "გასული თიბათვე" :) მძიმეა, კი და მართალია, ჩანს რომ ლირიკული გმირი მზადაა, "ვალის დასაბრუნებლად", მე მომეჩვენა, რომ ამას, დიდი სურვილით კი არ აკეთებს, უბრალოდ, ყველა გზა მოსინჯა, ყველა გამოცდილება ყალბი აღმოუჩნდა, რაც შეალია ბედის შეცვლას, დიდძალ დაღლად და დაცლად დაუჯდა, ამიტომ უბრუნდება, ბედზე დაკიდებულ ანაფორას, რომელიც ისედაც სულ იქ ეკიდა, თავისთვის, როგორც "უხმარი ჯვრები" :) ალბათ, მკითხველთა უმეტესობა, იქნებ ავტორიც ამ ლექსით იმას გაიგებს/ამბობს, რომ ეს სამსჯავროზე მდგარი, საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, მსხვერპლად გამზადებული ადამიანის "ნამდვილი თამაშია", თუმცა, მე მგონია, რომ ეს არის "აჰაა, მოვედი, რადგან ისედაც არ მქონია სხვა გზა, თუმცა ვეცადე:) და აჰაა, მე თვითონ ავლესავ, ნამგალს იმ ჯეჯილისთვის, რომელიც შემრჩა:)" (როგორც მკითხველს უფლება მაქვს, ინტერპრეტაციის:)) ) მოკლედ, ლექსის ფორმაზე მეტად, აზროვნება მომწონს აქ. მე ლექსს უფრო დავწრიტავდი აზრების გამეორებებისგან, რადგან არის ძალიან კარგი ადგილები და მეტაფორები: "ახლა გვიანია დაყრა მონეტების", "ღმერთო გამოგართმევ იმ ძველ ანაფორას ბედის ლურსმანზე რომ საგზლად ჩამოკიდე", "აქ ამ სპექტაკლში ნამდვილია მხოლოდ თამაში".. "უხმარი ჯვრები," "და მე ვულესავ ჩემთან მოსულ იმ შენს ანგელოზს ჩემს სულის ფსკერზე მოსამკველი ჯეჯილის ნამგალს." და ა.შ.
წარმატებას გისურვებ, ავტორო<3
3. ძალიან , ძალიან მომეწონა. ძალიან , ძალიან მომეწონა.
2. "ღმერთო გამოგართმევ იმ ძველ ანაფორას ბედის ლურსმანზე რომ საგზლად ჩამოკიდე იქნებ ამომიღო ტანჯვის სამსჭვალები რომ ამ ბურანიდან ცხადში გამოვიდე " - გამოვყოფ ჩემთვის.
ჩემი აზრით სიყვარულის ფესვი ვერასდროს გახლიჩავს გულს, არამედ ჩაეზრდება და მოეჭიდება, როგორც ფესვი მიწას.
ეს ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია და როლის ცოდნა არც აუცილებელი და არც საკმარისია - მთავარი იმპროვიზაციაა. იმპროვიზაცია კი მათ გამოსდით, ვინც გულით თამაშობს. საინტერესო და საკმაოდ მძიმე ლექსია. 5 "ღმერთო გამოგართმევ იმ ძველ ანაფორას ბედის ლურსმანზე რომ საგზლად ჩამოკიდე იქნებ ამომიღო ტანჯვის სამსჭვალები რომ ამ ბურანიდან ცხადში გამოვიდე " - გამოვყოფ ჩემთვის.
ჩემი აზრით სიყვარულის ფესვი ვერასდროს გახლიჩავს გულს, არამედ ჩაეზრდება და მოეჭიდება, როგორც ფესვი მიწას.
ეს ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია და როლის ცოდნა არც აუცილებელი და არც საკმარისია - მთავარი იმპროვიზაციაა. იმპროვიზაცია კი მათ გამოსდით, ვინც გულით თამაშობს. საინტერესო და საკმაოდ მძიმე ლექსია. 5
1. ანაფორა-პოეტური და ორატორული ხერხი-ერთი და იმავე სიტყვის ან წინადადების გამეორება რამდენიმე ტაეპის დასაწყისში. ბევრმა ანაფორას მნიშვნელობა არ იცის, ორაზროვნად და ოსტატურად გაქვს გამოყენებული. ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები ამ პოეტის ლექსებით. ანაფორა-პოეტური და ორატორული ხერხი-ერთი და იმავე სიტყვის ან წინადადების გამეორება რამდენიმე ტაეპის დასაწყისში. ბევრმა ანაფორას მნიშვნელობა არ იცის, ორაზროვნად და ოსტატურად გაქვს გამოყენებული. ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები ამ პოეტის ლექსებით.
|