ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტალიონი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2020


შორი ამბავი

ქარი ყვება თავხედობას ჟამისას,
ღამე იყო, მშვიდი იყო მესინა,
მე მოვედი შენთან შუა ღამისას
გეძახდი და, არ გესმოდა, გეძინა!
ჩუმი იყო იქვე წყალი, მდორე,
ფერი ქონდა უტყვი შუა ღამის,
მე შენს სიზმარს ისე ვეამბორე
რომ ამბორმა გაგაღვიძა ლამის!
ახლა რაღამ უნდა გამაშეშოს
ვხედავ აღმართს, ფილაქნიან-ქვიანს,
დაგიტოვე ერთი კონა ნეშო
და ზანგივით შევერიე გვიანს.
ყველა სახე იმ წყალივით მდორეა,
წყალი, როცა არც ერთ ზღვას არ ერთვის
ვიცი ახლა, სახლამდე რომ შორია
მაგრამ უფრო შორი არი შენთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები