ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2020


წმინდა დღე

რამ გააღვიძა ნეტა ასე დილაადრიან?
ამ დროს ხომ თბილისს დაცემული აქვს ხოლმე ბანგი.
ცივა, დეკემბრის ცამეტია, წმინდა ანდრიას
ხსენებაა და მასთან ერთად მეფე ვახტანგის...

ნარიყალაზე შემდგარ მეფეს თავისი რაშით –
შეჰგებებია მისი პირმშო ციდან ფანტელით.
თოვლი მოსულა წუხელ ღამით დიდაჭარაშიც
და აუნთია ხულოელ გლეხს წმინდა სანთელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები