ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2020


ცოლი

მე რომ ახლა სიზმარს ვნახულობდე ,
ბავშვებს გეფიცები ,
ცოლი კი არა , შენ დამესიზმრებოდი .
ჩემი ცოლისგან გაჩენილ შვილებს გეფიცები ,
სადღაა სიზმრები .
ვიღაც იტყვის ,
რომ ღირსი ვარ
ან რა ღირსი ვარ სიზმრების ,
მაგრამ განა ეს მხოლოდ ლექსი არაა ,
თეთრი ლაქებით ?
სახლში მისულს ცოლი რომ მეხუტება ,
რაღა დაგიფიცო ,
შენ მახსენდები .
არაფერს ვიმჩნევ ,
შუბლზე ვკოცნი და მაცივარს ვაღებ .
სადაცაა გულიდან საკუთარი თავი ამოვარწყიო ,
მერე მოვლენ ბეღურები 
ამლოკავენ თუ ამკენკავენ .
უქეცო ძაღლები არც დამსუნავენ ,
მაგრამ რა ვუყო ,
სად გავექცე უღმერთო ვნებას ?!
მე რომ ახლა სიზმრებს ვნახულობდე ...
დიდი ხანია  არაფერი დამსიზმრებია
და რა კარგია , რომ არც შენ არსებობ ,
ეს ლექსიც ისე , ისე უბრალოდ ,
სადღაც ჩავფიქრდი
და გამახსენდა , რომ ცოლი მიყვარს .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები