მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2020
* * *
* * *
მეზიზღება
უშენობის
გემო...
* * *
თუ მშობლიურია
ის სამი პეშვი,
გულზე დაყრილი
მიწაც ტკბილია.
* * *
ცოდვა-ჯოჯოხეთის
ბრწყინვალე ტანდემია
სუიციდი და აბორტის
პანდემია...
* * *
მომნატრებიხარ
სულის კუნჭულში
დრო და სივრცეში
შენს კოცნას ვსუნთქავ...
* * *
დედამიწა
ბიულეტენზე
გავიდა...
* * *
მე ქართველობა
მეამაყება
და ისტორია ნაწერი
სისხლით...
* * *
ორ ნემსის ყუნწში
ცაში გამობმული
სიცოცხლე ძაფის
საქანელაა...
* * *
ყველა ემიგრანტს
ვუსურვებ გულით
მშობლიურ მიწაზე
აყვავილებას...
* * *
მკერდზე შეგხსნია საკინძე ერთი
თვალი გამექცა, გთხოვ შეიკარი!
* * *
ჯვარი?
ჯვარი სულში
უნდა გვებნიოს,
და არა მშვენებისათვის
ყელზე!
* * *
ოჰ, რა ძნელია
უცხო მხარეში
უძილო ღამე
ფიქრთან თარეში...
* * *
ზღვა….
ჰორიზონტი…
გემთა გუგუნი…
უსაზღვრო ფიქრი…
და ნოსტალგია…
* * *
ამ სტროფის კითხვით
ის დრო წაგართვი
ღმერთისთვის
შენ რომ არასდროს
გრჩება…
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
მადლობა ყველას რომ კითხულობთ და სუბიექტურად აფასებთ.
მადლობა ყველას რომ კითხულობთ და სუბიექტურად აფასებთ.
გიორგი ქაშიბაძე.
2020-12-21 19:17:15
2.
კარგია, ოთხი ამოვარჩიე განსაკუთრებით.
კარგია, ოთხი ამოვარჩიე განსაკუთრებით.
ელადა.
2020-12-21 18:05:51
1.
5
5
მისანი.
2020-12-21 13:32:12
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
22.06.2026 20:40:29