წაგებული ღამეა, მე გაფრენა ვინატრე, რა წითელი ცაა და იდუმალი ცა მეტი. დაო, როგორ მაწამებს გაფანტული სინათლე მე სახლიდან გაქცეულს და თანამგზავრს პლანეტის.
მე კუბოში მწოლარეს და გაგდებულს მდგმურივით მიმიჩვია სიშორემ და სინათლემ ღამისა. ველოდები ჩემს პატრონს ნისლიან სადგურივით, ველოდები და ვიცი ბოროტისგან დამიცავს.
დადის სადღაც ქალაქში ბევრის მსგავსი დეტალი ჩემი და ეგუება ჰორმონების ქარიშხალს. შლამი ოდნავ ირხევა უქმი ნეანდერტლის და გონების ტალონებს ახარჯვინებს ქალი შხამს.
ვდაობ; გზა არ არსებობს ახლა წინ დასახევი, დაო, ყარს არსებობა, სუნი კარგავს უპოვარს. თითქოს სხვის კანში ცხოვრობს ჩემი წმინდა სახელი, სიტყვისგან გაქცეული პლასტიკური კუბო ვარ.
სუიციდის რელსებზე ჩემი წმინდა შიში დევს წევს და ვიცი სიმშვიდეს გამოჭრილი ყელი აქვს. მდუმარებას ყოველთვის ვიღაც უნდა მიშლიდეს, გიჟის სიიდუმალე დაო, ხელსაყრელია.
ფრთაო, რა გზას მიუხველ, მოუკელი გენიას, ჩემი წმინდა სახელი დაკარგული არი და დაო, ხელს ნუ შეუშლი გიჟის ლეიკემიას, პეპლებს ამოღებულებს უმოქმედო მკვდარიდან.
ჩემი დიდი სიუხვე სევდით შენისლულია, მიტოვებულ წვიმებმა გამოღადრეს ხარივით. " რა ვქნა, სველი ქუჩები, ნაღდად ჩემი სულია, " უკან ვისვამ სიყვარულს ამოგდებულ მხარივით.
გვამი ვხედავ თავის სისხლს როგორ ძლიერ ინახავს, ვხედავ ჩემი ცრემლების ჩრდილს ძლიერს და სპილოვანს. არსებობის ტალღებმა სახელი შემილახა თითქოს მიტოვებული ლურჯი სანაპირო ვარ.
მოუქნელი ღამეა, უნდა გავხდე მპოვნელი, გული ხელით მიჭირავს პატარა და სამტრედე. ადრე ქარნი მოჰქროდნენ ანდალუსის პონებით და სასურველ ოცნებებს ფერდობებზე ამტვრევდნენ.
მე კუბოში მწოლარეს და გაგდებულს მდგმურივით მიმიჩვია სიშორემ და სინათლემ ღამისა. ველოდები ჩემს პატრონს ნისლიან სადგურივით, ველოდები და ვიცი ბოროტისგან დამიცავს.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გამიკვირდა,აქ სიჩუმე.
საინტერესოდ წერს ავტორი.
"გული ხელით მიჭირავს პატარა და სამტრედე." 555
მიშიკო, მიიღე ჩემი გამოწვევა!!! გამიკვირდა,აქ სიჩუმე.
საინტერესოდ წერს ავტორი.
"გული ხელით მიჭირავს პატარა და სამტრედე." 555
მიშიკო, მიიღე ჩემი გამოწვევა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|