 | ავტორი: ზურა ბანი ჟანრი: პროზა 19 დეკემბერი, 2020 |
ცნობილი სომეხი საზოგადო მოღვაწის, ბაგუშ ივანიანცის ბიოგრაფია. მოკლე შინაარსი. ბაგუშ ივანიანცი დაიბადა 1954 წელს,სასომხეთის ერთ-ერთ სოფელში. დაამთავრა ერევნის ტექნიკური ინსტიტუტი.90 -იანი წლების დასაწყისში ივანიანცი სომხეთიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. სომხეთში უკვე ისეთი მდგომარეობა იყო, რომ საქმის კეთება ფაქტიურად შეუძლებელი იყო თუ კრიმინალი ან კრიმინალთან დაახლოებული არ იყავი. ივანიანცი არც ერთი იყო და არც მეორე, რუსეთში კი ბიზნესის კეთების ფართო ასპარეზი იყო. მართლაც მოვლენები ისე განვითარდა რომ ივანიანცი რასაც ხელს შეავლებდა ყველაფერი დოლარებად იქცეოდა. მას ნამდვილად ვერ დაუკარგავდით ბიზნესის კეთების ღვთით მომადლებულ ნიჭს. მისი ქონება სწრაფად იზრდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის საგამოძიებო სამსახურიდან მოწვევა მოუვიდა. არადა იგი გადადახადებსაც მორჩილად იხდიდა და ქალაქის საგადასახადოს უფროსსაც სავსე დიპლომატით თვეში ერთხელ პატივს ცემდა. მან სასწრაფოდ გადარეკა ქალაქის საგადასახადოში, ადვოკატებთანაც, მაგრამ ყველამ ერთხმად მიუგეს რომ შენით ისეთი უწყებაა დაინტერესებული რომ ჩვენ ვერაფერს გავაწყობთო. რა უნდა ექნა ივანიანცს, ადგა და ზუსტად მითითებულ დროს ეახლა ცენტრალურ საგადასახადოში ვინმე ივალოვს. ივალოვმა მას წინ ფურცლები დაუდო, რომლის მიხედვითაც მას სახელმწიფო მილიონობით დოლარის დამალვაში ედავებოდა. ივანიანცმა კი იცოდა რომ ამ ფურცლებში რაც ეწერა ძირითადათ სიმართლე იყო, მაგრამ სხვანაირად რუსეთში ბიზნესი ხომ ვერ კეთდებოდა და ისიც პატიოსნად იხდიდა ხარკს. მან დააპირა პატივისცემაზე საუბრის წამოწყება ივალოვთან, რაზეც იგი უეცრად გაცეცხლდა და ყვირილი დაიწყო - “თქვენ, კავკასიელებს გგონიათ რომ დოლარებით ყველაფერს იყიდით აქ, არ არის ესე ვაჟბატონო, არა” - თქვა და გარეთ გავარდა. ცოტა ხანში ოთახში დიპლომატიანი სიმპატიური, გემოვნებით ჩაცმული შუახნის მამაკაცი შემოვიდა. იგი უხმოდ დაჯდა ივანიანცის წინ, დიპლომატიდან საქაღალდე ამოიღო და მიმართა მას: “ბატონო ბაგუშ, მე გახლავართ სახელმწიფო უშიშროების ოფიცერი კოზლოვი, ივან ივანიჩი. თქვენთვის ორი სიახლე მაქვს, კარგი და ცუდი. დავიწყებ კარგით”. მან ჯიბიდან დიქტოფონი ამოიღო და ჩართო. “თქვენით სახელმწიფო უშიშროების კომიტეტია დაინტერესებული და გთავაზობთ კონტრაქტს” -მან თითი საქაღალდეს დაუკაკუნა. “თუ კი თქვენ თანახმა იქნებით, თქვენი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი დავიწყებას მიეცემა და ამ ოთახიდან როგორც ბეგარის პატიოსნად გადამხდელი ბიზნესმენი ისე გახვალთ.” ივანიანცმა დაეჭვებული თვალებით ახედა კოზლოვს და შეეკითხა: “ და მე რა დახმარება შემიძლია გავუწიო უშიშროებას? არ მესმის, მე ხომ მხოლოდ ბიზნესის კეთება შემიძლია?” “ზუსტადაც ბატონო ბაგუშ, თქვენი ბიზნესის კეთების ნიჭით ვართ დაინტერესებულები. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს უჭირს ეკონომიურად, ბიუჯეტი ძალიან მწირეა, არა და სახელმწიფო უშიშროებას გამოწვევები ისეთი აქვს რომ ეს ბიუჯეტი არანაირად არ გაწვდება.თუ თქვენი თანხმობა იქნება თანამშრომლობაზე მაშინ თქვენს წინაშე აინთება მწვანე გზა, თქვენს კონკურენტების წინ კი წითელი. ტენდერების ვექტორები თქვენსკენ გადაიხრება. თუ თვეში 2 მილიონს შოულობდით, ეხლა იშოვით ათს. ამ ზედმეტ რვა მილიონს შუაში თუ გავტეხავთ ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩებით ალბათ.” - უპასუხა კოზლოვმა. “ეს 4 მილიონი ქეშად უნდა გადმოგცეთ?” - გაიკვირვა ბაგუშმა. “არა, როგორ გეკადრებათ, ყველაფერი კანონიერად იქნება. თქვენ გახდებით უდიდეს ქველმოქმედი. თქვენ დააფინანსებთ ოფიციალურად სხვადასხვა პროექტებს რომელიც სახელმწიფო უშიშროების ინტერესში შევა. ოფიციალურად ჩვენი ტექნიკური ნაწილის განვითარების სპონსორი გახდებით. ნელ ნელა ყველაფერში გაგარკვევთ. მაგრამ თუ უარს იტყვით ამ წინადადებაზე, მაშინ პირობას გაძლევთ რომ მაიორი ივალოვი კანონის მთელი სიმკაცრით მიუდგება თქვენს კომპანიაში არსებულ დარღვევებს.” - მკაცრი ტონით დაამთავრა კოზლოვმა. ივანიანცს ბევრი არ უფიქრია ისე უპასუხა ‘ბატონო კოზლოვო, მიგულეთ ჩვენი სამშობლოს ინტერესების დამცველთა რიგებში, მზად ვარ ყველაფერი ვიღონო რუსეთის უშიშროების გასაძლიერებლად. თანახმა ვარ თქვენი წინადადების” - წარმოთქვა ბაგუშ ივანიანცმა და ფეხზე წამოდგა. “დაბრძანდით ბატონო ბაგუშ, დაბრძანდით’” - ანიშნა კოზლოვმა, შემდეგ დიქტოფონი აიღო, გამორთო და ჯიბეში ჩაიდო. “ბატონო ბაგუშ, ეს კარგი ამბავი მოვიშორეთ, ეხლა ცუდზე გადავიდეთ, უფრო დელიკატურზე. თუმცაღა რაკი პირველი ნაწილი კარგად დავასრულეთ, ვიმედოვნებ რომ მეორე ნაწილი არ იქნება ძალიან ცუდი’” თქვა კოზლოვმა, ივანიანცმა შეკითხვანარევი თვალებით ახედა კოზლოვს. კოზლოვმა ისევ გახსნა დიპლომატი, იქიდან ლურჯი საქაღალდე ამოიღო, რომელსაც თავის ქალა ეხატა და ივანიანცს გადასცა. ბაგუშმა საქაღალდე გახსნა, იქ ჩადებული ქაღალდების პირველ ფურცელს თვალი შეავლო და უკან გადააწოდა კოზლოვს. “ეგ საქმე დიდიხანია დახურულია ბატონო კოზლოვ”. “ბოლომდე წაიკითხეთ, ნუ გეზარებათ” - უკან გადააწოდა საქაღალდე კოზლოვმა, მაგრამ ივანიანცმა არ გამოართვა. “გისმენთ ბატონო კოზლოვო, გასაგებია რომ იცით ყველაფერი ამ საქმის შესახებ, მაინც რაში მდგომარეობს თქვენი შემოთავაზების ცუდი მხარე?”. კოზლოვმა საქაღალდე უკან ჩადო დიპლომატში, თვალებში ჩახედა ივანიანცს და უთხრა: “ოთხი შვილი მყავს ბაგუშ, ხელფასი მოგეხსენებათ რაცაა, თქვენსავით დოლარებს კი არ ვიღებ, სამშობლოს უშიშროებას გადაყოლილი ვარ, არაა დრო დამიფასდეს? ეგ ლურჯი კონვერტი ჩემი შვილებისთვის მინდა, თქვენთან არავითარი პერსონალური პრეტენზია არ მაქვს...ყოველ თვის ბოლოს ჩემი კაცი გამოგივლით და ასი ათასი დოლარი ქეშად უნდა მისცეთ, სხვანაირად არ გამოვა ეს საქმე.” ივანიანცი წამოდგა, ცოტა ხანი თვალებში უყურა კოზლოვს და შემდეგ ხელი გაუწოდა. კოზლოვმაც არ დააყოვნა და ხელი ჩამოართვა. “ანუ თანახმა ხართ?” “დიახ” უპასუხა ბაგუშმა. “მაშინ ხვალიდანვე ვიწყებთ, მოგიწევთ სპეციალური კურსების გავლა, ტესტებისაც, ტყუილის დეტექტორზეც უნდა გაგსინჯოთ, რა ვიცით, ეგებ სომხეთის უშიშროების აგენტი ხართ.” - ჩაიცინა კოზლოვმა.
გავიდა 5 წელი, ივანიანცის საქმეები ისე წავიდა წინ რომ თვითონ ბაგუშასაც ვერ წარმოედგინა ოცნებებში. ეს სოფლელი ბიჭი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მაგრამ ფულმა მის ცხოვრების წესზე გავლენა ვერ მოახდინა. იგი არც ინტერვიუებს იძლეოდა, არც მდიდრულ წვეულებებზე ჩნდებოდა,არც სკანდალებში ეხვეოდა მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს კოზლოვმა კონსპირაციულ ოფისში მორიგი შეხვედრის დროს ქაღალდზე დაწერილი ორი სიტყვა დაანახა - “უნდა შევხვდეთ”. ბაგუშს მსგავსი შეხვედრებისთვის ქალაქგარეთ აგარაკზე თურქული აბანო ჰქონდა მოწყობილი დიდი აუზით, სადაც ყოველგვარი მოსასმენი აპარატების გარეშე დედიშობილა ატარებდა საიდუმლო შეხვედრებს. მართლაც, ორიოდე დღის შემდეგ ივანიანცი და კოზლოვი აუზის შუაში პირისპირ იდგნენ. კოზლოვმა აკანკალებული ხმით დაიწყო: “ბაგუშ, ძვირფასო, დავიღუპე, შენს იქით გზა არა მაქვს, უნდა მიშველო”. ბაგუშმა არაფერი უპასუხა და თვალებით ანიშნა გააგრძელეო. “ბაგუშ, ერთერთმა შენნაირმა უზბეკმა კლიენტმა მიღალატა, შენსავით ისიც მაძლევდა თანხას და ერთი კვირის წინ თანხის გადაცემის მომენტში უშიშროებამ ჩემი კაცი გასკვანჩა. იმან ცხადია მე ჩამიშვა და მეც დამადგნენ სპეციალური განყოფილებიდან, დიდ თანხას მთხოვენ.” ბაგუშმა ირგვლივ მიმოიხედა და ჩუმად კითხა “რამდენს?”. “ათ მილიონს” “ჩემი წილი რამდენია მაგ ათი მილიონიდან?” კოზლოვმა პაუზის მერე უთხრა - “ათივე შენი წილია ბაგუშ. შენ გენდობი მარტო ბაგუშ, სხვებს ვერ ვენდობი, მეშიანია იმებმაც არ ჩამიშვან...თუ ეს თანხა არ მივეცი, მაშინ ყველა კონვერტების მიცემა მომიწევს, მათ შორის შენისაც...ეგ ინფორმაცია სულ ზევით ავა და შენი კონვერტის შინაარსი პრეზიდენტისთვის გახდება ცნობილი, მაგას კიდევ არ უყვარს ეგეთი რაღაცეები ხომ იცი, ჩაგძირავენ ბოლომდე. უნდა მომცე ეგ ათი მილიონი თორემ ორივე დავიღუპებით… მომეცი და შენ კონვერტსაც დაგიბრუნებ და არაფერს არ მოგთხოვ არასდროს.” ბაგუშმა თანხმლებს დაუძახა ხალათი გადმომიგდეო, მერე კოზლოვს მიუბრუნდა - “ხვალ კონვერტი აქ იყოს”- უთხრა და აუზიდან ამოვიდა. “მადლობა, მადლობა..” - ჩაიჩიფჩიფა კოზლოვმა და ისიც ამოვიდა აუზიდან. მეორე დილით ლოგინში მწოლიარე ბაგუშას თანაშემწემ დაურეკა, იმეილებში ლინკი ნახეთო. ბაგუშმა აიპადი გახსნა და ლინკზე გადავიდა. სტატია ასე იწყებოდა - “გუშინ საღამოს თავის გარეუბნის სახლში ნაპოვნი იქნა კგბ-ს გენერლის კოზლოვის გვამი. ის თავის მეუღლესთან ერთად სასტიკად ნაწამები ეგდო გამონგრულ კედელთან, რომელშიც საიდუმლო სეიფი იყო ჩამონტაჟებული” იქვე ფოტოც იყო, რომელშიც იატაკზე დაგდებული ცოლ-ქმარი იყო გამოსახული, მათ ირგვლივ კი თავის ქალებიანი გახსნილი კონვერტები ეყარა. საღამოს ბაგუშს უშიშროებიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. ერთ საათში უკვე ერთმანეთის პირისპირ ივანიანცი და უშიშროების თანამშრომელი იჯდნენ. ის ბაგუშას გაეცნო როგორც უშიშროების ეკონომიკური განყოფილების უფროსი, ვადიმ ლარკოვი. “ბატონო ბაგუშ, კოზლოვის გარდაცვალებით არაფერი იცვლება, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. მე ვიქნები ამიერიდან თქვენი კურატორი” - დაიწყო ლარკოვმა - “პირდაპირ საქმეზე გადავალ, ჩვენთვის ცნობილია რომ კოზლოვი გაშანტაჟებდათ, მაგრამ ეს ყველაფერი დავიწყებას უნდა მივცეთ, დღეიდან თქვენ არავინ შეგაწუხებთ.” “მადლობთ” - მშრალად უპასუხა ბაგუშმა “უნდა მოგახსენოთ რომ დღეიდან თქვენ ახალ ცხოვრებას იწყებთ. მოგეხსენებათ, თქვენს სამშობლოში ამერიკელების გავლენა დღითი დღე იზრდება, არადა სომეხი და რუსი ხალხის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ეს მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენი გადაწყვეტილებით ამ მეგობრობის განმტკიცებაში თქვენ უნდა ითამაშოთ მთავარი როლი. ამიერიდან თქვენ მოღვაწეობას და ცხოვრებას სომხეთში გააგრძელებთ. თავიდან პროამერიკული მთავრობის მიმართ ლოიალური ბიზნესმენის როლი უნდა ითამაშოთ, ანუ ჩვენ გვაგინოთ და ამერიკელები აქოთ. დიდი ფული უნდა ჩადოთ ქველმოქმედებაში. მიმართულებები იქნება კულტურა, სპორტი, რელიგია. უნდა ააშენოთ ახალი ეკლესიები, სკოლები, სტადიონები, კულტურის დარბაზები. ძველებს რესტავრაციები გაუკეთოთ. სომხეთში დააბრუნოთ ხელოვნების და კულტურის ნიმუშები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაბნეული. დაუნიშნავთ პენსიას საზოგადოების გამოჩენილ მუშაკებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, მწერლებს, სიებს ჩვენ მოგცემთ. თან ეს დახმარებები არ უნდა იყოს პატარა, ისინი მთლიანად თქვენზე უნდა იყვნენ დამოკიდენულები. როდესაც ხალხში საპატივცემლო პიროვნება გახდებით, უკვე პოლიტიკურ კარიერაზე დაიწყებთ ფიქრს. ეს შეიძლება 5 წლის შემდეგ იყოს, შეიძლება 10 წლის შემდეგ. შეგატყობინებთ ყოველ შემთხვევაში.რას იტყვით ბატონო ბაგუშ, როგორი წინადადებაა?’ ბაგუშმა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ უპასუხა - “სომეხი და რუსი ხალხის საუკუნეობრივ მეგობრობის განმტიცებაში მეც თუ შემეძლება ჩემი წვლილის შეტანა, რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დაგთანხმდებით.’ სინამდვილეში ბაგუშს დიდი ხანია უნდოდა მშობლიურ სომხეთში გადასვლა საცხოვრებლად, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა, ეგონა რომ უშიშროება არ გაუშვებდა, მაგრამ მოულოდნელად თვით უშიშროებიდან წამოვიდა წინადადება. “მაშინ, რაკიღა თანახმა ხართ მე გადმოგცემთ თქვენს დოსიეს, რომლითაც კოზლოვი გაშანტაჟებდათ. თქვენ უკვე ჩვენი ნაწილი ხართ, არ ვართ ჩვენ რუსები ისეთი ხალხი რომ ჩვენ მეგობრებს წარსულში ჩადენილი შეცდომები გავახსენოთ. არ ხართ თქვენ ისეთი ადამიანი რომ ჩვენ გვიღალატოთ და სხვის სამსახურში წახვიდეთ, მეგობრებს თქვენ, და არც ჩვენ არ ვღალატობთ. და ვინც ჩვენ გვღალატობს კი იცით...ალბათ უყურეთ ტელევიზორს, რა დღეში ჩავარდნილა საწყალი კოზლოვი.” - მკაცრად დაამთავრა ლარკოვმა. ბაგუში ფეხზე წამოდგა და ვიტრინიდან კონიაკის ბოთლი გამოიღო - “სომხურ კონიაკს ხომ მიირთმევთ?” “როგორ არა, დიდი სიამოვნებით” - თვალები გაებადრა ლარკოვს - “მაგრამ ვარჩევდი თქვენს აბანოში მიმერთვა, გაგონილი მაქვს საარაკო თურქული აბანო გქონიათ” ბაგუშს ცუდად ენიშნა ეს, მაგრამ მაინც მომღიმარი სახით გაუძღვა სტუმარს აბანოსკენ. შუა ბანაობის დროს, ლარკოვი კონიაკის ჭიქით მიახლობდა ბაგუშს და დაბალი ხმით უთხრა - “მე გითხარით რომ დღეიდან თქვენ აღარავინ შეგაწუხებთ. ამის გარანტი ვიქნები მე, მაგრამ გარანტია უფასოა არაა. თქვენთვის მისი საფასური იქნება 5 მილიონი დოლარი წელიწადში ერთხელ. იმედია უარს არ იტყვით გარანტიაზე.” ბაგუშმა ეშმაკურად ჩაიცინა და თავი დაუქნია ლარკოვს.
ძილის წინ, მსუბუქად შემთვრალი ბაგუში ეზოში თავის ძაღლს ეფერებოდა და გეგმებს აწყობდა. უკვე მოფიქრებული ქონდა რომ ერევნის ერთერთ გორაზე ფეშენებულ ვილას მოაწყობდა სადაც თავისი ოფისი ექნებოდა. სევანის ტბაზე პარკს ააშენებდა, რომლის შუაშიც მისი საზაფხულო რეზიდენცია იქნებოდა. საცხოვრებლად კი მამისეულ სოფლის სახლში გადავიდოდა. სახლს რა თქმა უნდა თავიდან ააშენებდა და ეზოსაც ერთი ათად გაზრდიდა, მაგრამ მთავარი იყო რომ თავისი სოფლის მონატრებულ სუფთა ჰაერზე გააგრძელებდა ცხოვრებას. სოფელში მცხოვრებლებს ყველას მაღალ პენსიებს დაუნიშნავდა და მეფური ცხოვრებით იცხოვრებდა. პირველი სეზონის დასასრული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიმარტივეშია მთელი ხიბლი.
სიმარტივეშია მთელი ხიბლი.
1. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.
მეტისმეტად მარტივი არაკი ხომ არაა ამ ავტორის პირობაზე ? :)
იმ სომეხი საზოგადო მოღვაწის პირობაზეც :)
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.
მეტისმეტად მარტივი არაკი ხომ არაა ამ ავტორის პირობაზე ? :)
იმ სომეხი საზოგადო მოღვაწის პირობაზეც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|