ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2020


  ჩამოტვირთვა

* * *

მკლავს ეს სიშორე, საზიზღარი, უხმო სიშორე,
სანთლის კი არა, სიგარეტის შავ ბოლს ვუშვებ კვლავ.
რა სატკივარი გაგიჩნდი, რომ ვერ მომიშორე
და რანაირად დაგემართე -
მოუშუშებლად.

აქ სადაცაა მოათოვებს, შავად დაბურავს,
გამოვიხედავ უშენობით დატვირთულ გზებზე.
ეს რა მანძილი გაიარე, რომ ვერ დაბრუნდი,
მე მაინც შენი წასვლის ადგილს  ვეძებ და ვეძებ.

შეტორტმანდი და დაიშალა წონასწორობა.
წერილის ნაცვლად, რა სიკვდილებს აღარ ღებულობ!
ხომ ვიცოცხლებდით ერთმანეთიც რომ არ გვცოდნოდა,
ან დაბადება რატომაა სავალდებულო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები