ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
23 დეკემბერი, 2020


Александр Блок - Сумерки, сумерки вешние…

ალექსანდრე ბლოკი - გაზაფხულის მწუხრი, ტალღის ხმაური...

გაზაფხულის მწუხრი, ტალღის ხმაური
და ფეხების გაგრილება სისოვლით,
ოცნებები გულში არაქაური,
ზვირთი, ქვიშის ნაპირისკენ მიმქროლი.

მეყურება შორეული ნამღერის
მელოდია და სიტყვები წყვეტილი,
მარტოსული და აღსავსე ნაღველით,
გაღმა ტირის ვიღაც გულდაწყვეტილი.

მისრულდება ხვაშიადი სანატრო,
შენ მომიხმობ სიშორიდან მგზნებარედ?
ყვინთავს ნავი და ტალღებზე ნანაობს,
რაღაც მირბის მდინარეზე ელვარე.

ოცნებები გულში არაქაური,
ვიღაც მოდის, მისკენ წასვლას ვაპირებ...
გაზაფხულის მწუხრი, ხმა საცნაური,
შეკივლება სუსტი - გაღმა ნაპირზე.

23 დეკემბერი, 2020 წ.



Александр Блок - Сумерки, сумерки вешние…

Сумерки, сумерки вешние,
Хладные волны у ног,
В сердце – надежды нездешние,
Волны бегут на песок.

Отзвуки, песня далекая,
Но различить – не могу.
Плачет душа одинокая
Там, на другом берегу.

Тайна ль моя совершается,
Ты ли зовешь вдалеке?
Лодка ныряет, качается,
Что-то бежит по реке.

В сердце – надежды нездешние,
Кто-то навстречу – бегу...
Отблески, сумерки вешние,
Клики на том берегу.

16 августа 1901

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები