ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2020


დაბადების დღე

(ფრიდონს,-ფრიდონისაგან!)
----------------------------------------
"ბებრობის" გზაზედ შემდგარო,-შენა!
ხებრობის მიზნით "ავიდგი" ენა...
დღეს რა გითხრა და ან რა გახარო,
რით მოგეფერო,რით გაგახარო?...
ანდა,საიდან დავიწყო მაინც?
ვაკმაყოფილო-შენცა და თავიც!
რომელი ერთი-მწარე თუ ტკბილი...
დღე გავიხსენო-ცივი,ან თბილი?...
გახსოვს,პირველი შეხვედრა, ჩემთან?
"საბაასოდ" რომ მივედით ღმერთთან!
რატომღაც,გვთვალეს-"ერთ და იგივედ",
მერე,ურიგოდ..."ზემოთ" მიგვიღეს...
გაკვირვებული,განცვიფრებული,
მრავლის მკითხველად გვიმზერს უფალი!
მერე მობრუნდა გაღიმებული,
-ხომ არ ხართ ვინმეს ჭირისუფალი?
ვინც სააქაოს ტანჯვა-ვაებას,
განერიდა და თავი აღწია,
თუმცა იმდენი სამადლო ქონდა,
ჩემთან,ზეცაში ამოაღწია!
შეგვრცხვა ორივეს,მერე კი რიდით,
მამა ღმერთს ვთხოვეთ ერთის მოსმენა,
მთავარი იყო,ჯერ ის სცოდნოდა,
მისმა ნებამ რომ შეგვქმნა მგოსნებად!
ეს რომ გაიგო,ჩაიღიმილა...
გვითხრა,-მესტუმრეთ,-ოლიმპოს მთიდან?
-რა შემიძლია,მე თქვენზე მეტი...
რა დახმარებას ელით ჩემს მხრიდან?...
-სამშობლო,ჩვენი,განსაცდელშია!
ღვთისმშობლის წილი,-შენი სამოთხე!
ახლა,სადავე სულ სხვის ხელშია,
ჩვენ,კიდევ,ლამის სული ამოგვხდეს,-
იმის ლოდინში,-სანამ მაცხოვარს,
რიგში "მდგომები" გაგახსენდებით...
მამაო ჩვენო! გვიხსენ ტანჯვისგან,
სანამ ბოლომდე "გავსხვაფერდებით"...
-საიდან ელით,ხსნას და შვების გვრას?
განრისხდა ძლიერ კაცთა გამჩენი!
მე დაგასახლეთ იმ სამოთხეში
და გაგიჩინეთ მიტომ სარჩენი,
რომ კაცთა მოდგმას სცოდნოდა თქვენგან,
უფლის პატივი,ხოტბა-დიდება,
ყველაზე მეტად ხსომებოდა,რომ
საუფლო სახლი,- არ იყიდება!
დადუმებულმა,მუხლებზედ ჩოქვით,
"შემოვირიგეთ" ძე-ღმერთი,მაშინ...
ერთიღა ვსთხოვეთ,-მშვიდობიანად,
რომ გამოვეშვით ორივე სახლში!
იქვე შევპირდით,-ვბრუნდებით მისგან,
არ მიტოვების დიდი იმედით...
ჩვენ არ აგვცდება უფალის რისხვა,
სანამ ადგილზე არ მოვრიგდებით!...
პირშავები ვართ,საუფლოს კართან...
ვერ ვძლიეთ,ეშმაკს...და მის ცდუნებას...
მიტომ მოგვაძრო დამცავი კალთა...
უფალმა! განა გაემტყუნება?...
სხვა რაღა გითხრა,რით "გაგახარო",
მგონი,ტყუილად "ავიდგი" ენა!...
მესია მოდის! როდის გახარო?
"ბებრობის"გზაზედ შემდგარო,შენა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები