 | ავტორი: პაატა6891 ჟანრი: პოეზია 1 იანვარი, 2021 |
ასეთ თოვაში მოხვედი, აქ ხარ, დაგვიანებით - ასეთ თოვაში. შენ ეს თვალები უნდა გენახა, როგორ გიცდიდნენ შენს არ ყოფნაში!
მემუქრებოდნენ თოვლის ფიფქები, ეძებდნენ ყველგან ყინვის მიზეზებს. უნდა გენახა შენ ეს თითები, როგორ გხატავდნენ ფანჯრის მინებზე!
ნუ მოხვალ, ვიცი - მერე ვერ წახვალ, ნუ მოხვალ, რომ დარდს ვერ დაგიმატებ. შენ ის ლექსები უნდა გენახა, საკრემაციოდ რომ გავიმეტე!
მას მერე ლექსი არავითარი... მეტ ლექსს არ დავწერ, მგონი, ამ წელში. უნდა გენახა შენ ჩემი თავი, როგორ მოვკვდი და ვეღარ აღვსდექი!
არ დაიჯერებ, რომ დამეყარა, მიწა ვერ ვნახე - მიწაც კვდებოდა. შენ ჩემი ფოტო უნდა გენახა, ქვიდან რომ გზისკენ იმზირებოდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|