ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2021


საქართველოვ...

გამარჯობა საქართველოვ,
მოგილოცავ ახალ წელს,
მინდა შენი პრობლემები
დადებითად გადაწყდეს.

შუბლზე გცხია მირონი და
ღმერთმა მოგცეს წყალობა,
მსურს გესმოდეს ილორიდან
სიყვარულის გალობა.

გამრთელდება დიდი წყლული,
გწამდეს: ეს დროც დადგება,
გაიმარჯვებს სიყვარული,
შენთვის თავგადადება.

ერთგული და უბოროტო
დღესაც გყვანან შვილები,
რომ არასდროს გიღალატებ,
ვიცი - დანამდვილებით.

კიდევ ერთხელ, საქართველოვ,
მოგილოცავ ახალ წელს,
დაე! - ჩვენი პრობლემები
სასიკეთოდ გადაწყდეს.

ოთარ რურუა

1 იანვარი, 2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები