 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 2 იანვარი, 2021 |
ჩვენ წავაგებთ მრავალ ომს, მანამ დავიხოცებით, მაგრამ დავიხოცებით ღალადაღვრილ ოცნებით. უსათუოდ გაგვწირავს ბედი, დაე! ...მანამდე, ცივ დინებას მივანდოთ, ცხელი სისხლის დენა.
არ მსურს ეტმასნებოდე მონუმენტურ მანტიებს, თითქოს მანძილებია მარტო, რაც გვაბადია. დრო დაჟანგავს, მოიჭამს, სახელს, სახრავს, დიდებას, შენ კი განა ლანდი ხარ? შენ სიცოცხლე გჭირდება! ჰო, შენ, შენ გეუბნები: შეუკურთხე ვეშაპებს, თუმცა რას გეუბნები? ჩემს ნათქვამს რას გაიგებ? ძველი მაისურივით ფეხსაწმენდად გაიგდებ.
გვიან იტყვი: მეცოცხლა? მე ნაკლები მხეცი ვარ? ჩემი ბედი მეტირა, მზისთვის ღიად მცქერი. შენ და ის, თუ ადამი... მაინც ყველა ერთნი ვართ, ათასობით გული ძგერს, იმ ერთადერთ მკერდში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამ ჩვენს საყოველთაო მომხმარებლობის დროში აღარავის სჭირდება დიდების მანტიები და სახელისათვის თავგანწირვა..... სულ იაფად იყიდი აგერ ინტერნეტში ფილმს გმირობებზე და სავრძელში მოკალათებული უსაფრთხოდ უყურებ კომპის მონიტორზე.... და ამიტომაც გმირის გადასარჩენიც თითქოს არაფერია, რადგან ყველაფერი განწირულია და თუ გადარჩი, ხომ გადარჩი მაინც....... მე ფინალი ძალიან მომეწონა, და სწორედ ,,შენ და ის, თუ ადამი... მაინც ყველა ერთნი ვართ, ათასობით გული ძგერს, იმ ერთადერთ მკერდში.'' და იმედიც ამაშია, რომ ყველა ერთნი ვართ სიყვარულის იმ წრეში, სადაც ჯერ ადამიანი ხარ და მერე კიდევ სხვა, ვთქვათ გმირი, პოეტი, ან უბრალოდ მომხმარებელი.... გამიგრძელდა. კარგია. რთული ლექსია. გმადლობთ. წარმატებები. ამ ჩვენს საყოველთაო მომხმარებლობის დროში აღარავის სჭირდება დიდების მანტიები და სახელისათვის თავგანწირვა..... სულ იაფად იყიდი აგერ ინტერნეტში ფილმს გმირობებზე და სავრძელში მოკალათებული უსაფრთხოდ უყურებ კომპის მონიტორზე.... და ამიტომაც გმირის გადასარჩენიც თითქოს არაფერია, რადგან ყველაფერი განწირულია და თუ გადარჩი, ხომ გადარჩი მაინც....... მე ფინალი ძალიან მომეწონა, და სწორედ ,,შენ და ის, თუ ადამი... მაინც ყველა ერთნი ვართ, ათასობით გული ძგერს, იმ ერთადერთ მკერდში.`` და იმედიც ამაშია, რომ ყველა ერთნი ვართ სიყვარულის იმ წრეში, სადაც ჯერ ადამიანი ხარ და მერე კიდევ სხვა, ვთქვათ გმირი, პოეტი, ან უბრალოდ მომხმარებელი.... გამიგრძელდა. კარგია. რთული ლექსია. გმადლობთ. წარმატებები.
2. კი, ანანე, იდეისთვის კვდომა სიმპატიებს იწვევს, მაგრამ ვაი თუ გადარჩი, გმირობა ხელში გეფშვნება... და გადადიხარ ნაკლებმიმზიდველ სტადიაში... მაგარამ თუ ადამიანობას ბოლომდე ინარჩუნებ, იმ ერთადერთ ნაპირისკენ ირიყები, სადაც სიყვარულია. მგონი კომენტარი უფრო რთული გამომივიდა. გეთანხმები, რომ ლექსის შუა ნაწილი ითხოვს მეტ სიმძაფრეს, მაგრამ... მადლობა კომენტარისთვის. კი, ანანე, იდეისთვის კვდომა სიმპატიებს იწვევს, მაგრამ ვაი თუ გადარჩი, გმირობა ხელში გეფშვნება... და გადადიხარ ნაკლებმიმზიდველ სტადიაში... მაგარამ თუ ადამიანობას ბოლომდე ინარჩუნებ, იმ ერთადერთ ნაპირისკენ ირიყები, სადაც სიყვარულია. მგონი კომენტარი უფრო რთული გამომივიდა. გეთანხმები, რომ ლექსის შუა ნაწილი ითხოვს მეტ სიმძაფრეს, მაგრამ... მადლობა კომენტარისთვის.
1. დასაწყისი იყო ძლიერი და ბოლოსკენ იმედგაცრუებული შეგრძნება დამიტოვა. ისე კარგად დაიწყო, ველოდი რომ შეინარჩუნებდა სიმაღლეს. დასაწყისი იყო ძლიერი და ბოლოსკენ იმედგაცრუებული შეგრძნება დამიტოვა. ისე კარგად დაიწყო, ველოდი რომ შეინარჩუნებდა სიმაღლეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|