ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2021


მიდიოდა თავისთვის...

დრო მაფიქრებს, დრო მაბერებს,
მაინც დროა მკურნალი!
ჩემი დარდის დრომადერებს
არ მივყავარ ურვამდე...
დრო მანძილებს ისე ზომავს,
როგორც თერძი შესაკერს.
და შედეგის დრო რომ მოვა,
ერთხელაც არ შეგაქებს!
საარქივოდ თვითონ არჩევს
ჩემი წამის მოწყვეტას...
ისე, ჩვენ შორის რომ დარჩეს,
ერთადერთი მოწმეა...
დრო კი არა, ჩვენ ვიცვლებით,
მას ვაბრალებთ, რატომღაც...
ის ივსება, ჩვენ ვიცლებით,
თუმცა, ისიც მარტოა...
დრო არასდროს არის ცუდის
და არც კარგის მაქნისი.
წამოეცვა თავზე "ჰუდი",
მიდიოდა თავისთვის...
01.01.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები