ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2021


ჩემი უშენობა

დღეებს დღეები გაჰყვება ისევ,
წლები წლებს უკან ჩამოიტოვებს...
გული რომელიც ამდენ დარდს ითმენს-
ჩემთან დარჩენას არ მოინდომებს.
იქნებ,ოდესმე,ფიქრებით დაღლილს
მოგენატრები.?სინანულს იგრძნობ.?
როცა ოცნება დაფარავს მანძილს,
მაშინ შენს გულში მნახავ და მიცნობ.
და გაიხსენებ როგორ მიყვარდი
შენს სევდას,ტკივილს ვერ დავუშვებდი.
სიყვარულსთვის უნდა გვებრძოლა...
მაშინ ერთმანეთს არ გავუშვებდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები