| ავტორი: ზარდავ ჟანრი: პოეზია 14 იანვარი, 2021 |
„ორ ზღვას შორის ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო“
ეს ომები ახლაც ხდება, დაბომბვები, დარბევები, მასში ერთვება მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები: შორეული ამერიკა, ერთმორწმუნე რუსეთი, ძველი მოძმე სომხეთი, აზერი და თურქეთი.
ირღვევა კანონები და სისხლში გამჯდარი წესები, ირყევა მრავალტანჯული ჩვენი სამშობლოს ფესვები, მონებად იყიდებოდა ადრე ქართული გენები, ვალუტას ვიხდით გასვლაზე და უცხოს ფეხქვეშ ვეგებით.
ძნელია განცდა იმისა, როდესაც მტერი გვერევა, ჩვენ ვიწვდით დახმარების ხელს, რადგან ძალღონე გველევა, თუმცა მოსყიდულ მტერთაგან კარგი და ცუდი გვერევა, მაინც ახლოს ვართ მიზანთან, იმედი არ დაგველევა.
„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, ვინც მტერს მეგობარში ურევს, ისიც თავისა მტერია, ვინც მეგობრად საყრდენს ჰპოვებს, უდაოდ გონიერია, მეგობრად თანამოაზრე - ყველაზე მშვენიერია.
სამშობლოს ნურვინ მიგინებს, ნურც ნურვინ ექირქილება, თორემ იმათი მზაკვრობა არვისგან შეიწირება, სამშობლოს მოყვარულობა ნუგეშით შეისმინება, გესლით და ნიშნისმოგებით მას უფრო ღრმად ეტკინება.
კვლავ სანიმუშო ვიქნებით ქართველი კაცი აზრებით, ინტელექტით და ზნეობით, ცად აღმართული ტაძრებით, ანწუხელიძის გმირობით, სამაგალითოდ გაძლებით, „მტერსა შიგან გამაგრებით“, შეურყეველი აზრებით.
სამშობლოსთვის თავდადებას არავის დავესესხებით, მუდამჟამს ვილოცებთ მამა-პაპათა ადათ-წესებით, ჩვეული სიხალისით და სიყვარულის ინტერესით, “ახალ ძალით და იმედით“, ვაჟკაცობით და ერესით
შევძლებთ ქვეყნისთვის „სინდისის“ პარლამენტართა არჩევას, ყველა მიხვდება ქვეყნისთვის, თუ რა ძალა აქვს არჩევანს, “ახალ ძალით და იმედით“, ქვეყნის იმედის გაჩენას. მოვსპობთ ყველა მავნე ჩვევას, მტერს ვაწყევლინებთ გაჩენას!
ვერ იხაროს ჩვენს მიწაზე უცხო ქვეყნის რგულმა თესლმა, ვერ ააწყოს ჩვენს მიწაზე კრიმინალი „ყველა თესლმა“. ვამხელთ სამშობლოს მოძულეთ, „არა“ ურთიერთ ჩაშვებას, შევძლებთ მტერ-მოყვრის გარჩევას, ღრმა წყალში ღუზის ჩაშვებას,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაღაც კომუნისტურ სამყაროში რომ მუშის მარჯვენას უძღვნიდნენ ლექსებს იქ გადამისროლა :( სამწუხაროდ ვერ შევაფასებ....
არ ვფიქრობ რომ ლექსის ავტორი ხართ სხვადასხვა ლექსებიდან გაქვთ ამოკრებილი და მირითმული ერთმანეთზე...
0 - დიდი ბოდიშის მოხდით... რაღაც კომუნისტურ სამყაროში რომ მუშის მარჯვენას უძღვნიდნენ ლექსებს იქ გადამისროლა :( სამწუხაროდ ვერ შევაფასებ....
არ ვფიქრობ რომ ლექსის ავტორი ხართ სხვადასხვა ლექსებიდან გაქვთ ამოკრებილი და მირითმული ერთმანეთზე...
0 - დიდი ბოდიშის მოხდით...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|