ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ბერიძე19
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2021


ნაზარეველი

ქუჩის კუთხეში მოხუცი მჯდარა
შესცივებია თურმე საცოდავს
ჩამოუვლია ქალ-ვაჟს  გვერდით და
არ მიუხედავთ მისთვის წამითაც,
მერე გოგონამ ჩამოიარა
ეული იყო თურმე მარადის
ხელში ეკავა საჭმელი ბევრი
არ მიუცია ლუკმა არც ამას,
ჩამოიარა ვაჟმაც, ჯიქურად
შეუყვირია თურმე მოხუცზე
ფეხი წაუკრავს დამჯდარისთვის და
განრისხებულა ვაჟი თავისთვის,
ჩამოიარა ერმაც და ბერმაც
ერთსაც არ უთქვამს, -რა გიჭირს, რაო?!
მოხუცს ცრემლები გადმოსცვენია
ჩაურგავს თავი, და უტირია...
ბოლოს ბავშვებმაც ჩამოიარეს
უმალ შეჩერდნენ და ჰკითხეს მოხუცს
-გცივა ბაბუა? გშია ბაბუა?
აი აიღე ესა გვაქვს მხოლოდ
ოღონდ ნუ ტირი, ოღონდ ნუ ტირი
ცრემლი რა შენი საკადრისია?!
გაუღიმია მოხუცს სულით და დაულოცნია ბავშვები გულით
-არც საჭმელს ვეძებ, და არცა სასმელს
სიყვარულისთვის ვარ მე მთხოვნელი
ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც ვიტყვი ,რომ
თქვენია ცა და, თქვენია ქვეყანა
თქვენზეა წყალობაც ნაზარევლისა.
ქუჩის კუთხეში მოხუცი მჯდარა
ნაზარეველი ყოფილა თურმე...

                                                            ნინო ბერიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები