ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ბერიძე19
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2021


სიყვარულის ზღაპარი

უცებ მოიღრუბლა და ცა განათდა, იმავ წამს დაიჭექა, ზეცამ პირი მოაღო და წვიმა გამოუშვა.  ქუჩაში დამდგარ წყლის გოლებს გოგონა მიაპობდა სირბილით. უკან ვიღაცის მანქანა წამოეწია და სიგნალებით იკლებდა იქაურობას, ბოლოს  რომ აღარ გაჩერდა გოგონა მანქანიდან ბიჭმა გადმოიხედა და ბოლო ხმაზე დაიყვირა ხმა რომ მიეწვდინა
-იოანაა, იოანაა! !!!
იოანამაც მისი სახელის გაგონებისთანავე სვლა შეანელა და გვერდზე მიიხედა, მანქანის ფანჯრიდან ილია უცინოდა
-მოდი დაჯექი, სულ მთლად გაიწუწე
-არაუშავს, აქვე მოსაცდელთან მივდივარ ავტობუსი გამოივლის და გავყვები
-რა ავტობუსზე მელაპარაკები, დაჯექი ახლავე!
გოგონამ სირბილით შემოუარა მანქანას და მანქანაში წინა სავარძელზე დაჯდა.
-გაიყინე?!
-არა  არცისე, თქვა და თან სიცივისგან სულ მთლად აკანკალებდა
-ხო ვხედავ. მანქანის სვლა შეანელა ილიამ, საჭეს ცალი ხელით მართავდა და თან პალტოს იხდიდა, -მიდი ეს ჩაიცვი, გამათბობელსაც ავუწევ და მალე გათბები
-საჭირო არაა, ისედაც შეგაწუხე, თან სულ სველი ვარ და შენს პალტოსაც დავასველებ
-მართალი ხარ. შენი მოსასხამი გაიხადე თორემ გაცივდები, აი გამომართვი და ეს მოისხი, უთხრა და თავისი პალტო გადააწოდა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.  იოანაც ისე მოიქცა როგორც ილიამ უთხრა, მისი სველი მოსასხამი უკანა სკამზე გადადო და ილიას პალტო ფრთხილად შემოისხა მხრებზე, ისევ კანკალებდა და თან ცდილობდა არ შემჩნეოდა
-ხომ არ გეჩქარება?! რამდენიმე წუთით უნდა გავჩერდე და წავიდეთ
-კარგიო, თავი დაუქნია და თან ხელები გასათბობად დაიმღლიავა
მანქანა პარკინგზე გააჩერა, მანქანიდან  საფულე აიღო და გადასვლა დააპირა
-მოიცა, შეაჩერა ხმამ, -პალტოს გარეშე სად მიდიხარ სულ მთლად გაიწუწები, აი გამომართვი
და პალტოს მიწოდება სცადა
-არა არ მინდა, თუ წინააღმდეგი არ იქნები შენს მოსასხამს მოვისხამ
-არა წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ...
-მაგრამ რა
-ხალხი დაგცინებს, გოგოს მოსასხამი რომ გეცმევა
-ხალხთან რას დავეძებ, თქვა და იოანას თეთრი მოსასხამი შემოისხა. შავ თვალ-წარბა ილიამ რომელსაც შავი როლინგი ეცვა და მუდამ სერიოზულობით გამოირჩეოდა.იოანა მიშტერებოდა მანამ, სანამ  ქუჩა სირბილით გადაკვეთა და კუთხეს მიეფარა. 
  ხუთიოდე წუთი არ იყო გასული სულ სხვა მხრიდან  მოვიდა და მანქანაში ჩვეული სიდინჯით მოკალათდა, ხელში დაჭერილი პარკი იოანას გადააწოდა, მანაც კალთაში ჩაიდო პარკი და ღვედი გაიკეთა
-რას ელოდები?! პარკი გახსენი სანამ გაცივდა
-რა უნდა გაცივდეს?!
ილიამ თვითონვე დასწვდა პარკს და ორი ჭიქა ცხელი შოკოლადი ამოიღო
-მიდი დალიე, გათბები
-ამ თავსხმაში ამის გამო გადახვედი მანქანიდან?!
-არაა, სხვა საქმე მქონდა. რაღაცის საყიდლად გადავედი
-სხვა აქ არაფერია, მაღაზიაში ხომ არ დაგრჩა?!
-რა?! დაიბნა ილია
-ის რის საყიდლადაც გადახვედი
-აა, ჩაფიქრდა, -არ ჰქონდათ, მიდი დრკზე დალიე თორემ გაგიცივდება, თქვა და თვითონაც მოსვა ცხელი შოკოლადი
    -გათბი?! სარკეში თვალი შეავლო იოანას
-კი, მადლობა. შენც როგკრ დასველდი
-ეგ არაფერი.მანქანა გააჩერა, იოანას სახლთან მისულიყვნენ
-ძალიან დიდი მადლობა, შეწუხებისთვის ბოდიშს...
- აღარ გააგრძელო! მოკლედ მოუჭრა,-მოცა მანქანიდან არ გადახვიდე
ილიამ კარი გააღო და თვითონ გადავიდა მანქანიდან, მხრებზე კვლავ იოანას მოსასხამი ესხა. მანქანას შემოუარა და კარები გაუღო
-გადმოდი
იოანამ პალტო შემოიხსნა და სავარძელზე დატოვა, თვითონ მანქანიდან გადავიდა
-რას აკეთებ?! ილიამ  სავარძელზე დადებული პალტო მხრებზე შემოაცვა და სახლის შესასვლელამდე მიაცილა
-აი გამომართვი, თეთრი მოსასხამი გაუწოდა, პალტო გამოართვა, გამოემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა.

                    /      /    /  /  /  /  /  /  /  /  /  /
ყველაფერი მინდვრის ყვავილებით მოერთოთ, ირგვლივ გვირილების სურნელი ტრიალებდა. მინდორში სანათები ჩამოეკიდათ და ყველაფერი ზღაპრულად მოეწყოთ. სალომეს დაბადების დღეს მთელი სამეგობრო იქ შეკრებილიყო, იოანა კუთხეში ყველაზე მშვიდ ადგილას მდგარ მაგიდასთან მოკალათებულიყო რამდენიმე ბავშვობის მეგობართან ერთად
- გამარჯობა გოგოებო, როგორ ხართ?!
-მაგიდასთან ზურიკო და სალომეს საქმრო მივიდნენ. ირაკლი სალომეს გვერდჯთ სკამზე ჩამოჯდა და მის გულისწორს ტკბილად ებაასებოდა, ზურიკოც იქვე სკამზე ჩამოჯდა. ყველამ იცოდა რომ უკვე დიდი ხანია იოანა ჰყავდა ამოჩემებული, იოანა ცდილობდა არ შეემჩნია ბიჭის ქცევები და გვერდზე მჯდომ გოგონას სთხოვა წყლის მოსატანად გაჰყოლოდა. ფეხზე წამოიმართნენ თუ არა იქაურობა წყნარმა, ნელმა  მუსიკამ აავსო თავისი ნაზი ჰანგებით. ირაკლი ფეხზე წამოდგა და სალომე საცეკვაოდა გაიწვია, მათთან მჯდომი სხვა მეგობრებიც თან გაჰყვნენ და საცეკვაო მოედანზე ავიდნენ.
-მეცეკვები?! გზა გადაუღობა ზურიკომ იოანას
-ბოდიში ზურიკო, ცეკვა არ მინდა
-შეხედე ყველა ცეკვავს, წამოდი შენც მეცეკვე, კვლავ ცხვირწინ დაუდგა და მკლავზე ხელი მოჰკიდა
-ზურიკო ხომ გითხარი უკვე, ხელის გაშვება სცადა
- შენ რა ვერ გაიგე?! ზურიკოს ხელი ძლიერად გამოგლიჯა ვიღაცამ, და გვერდზე გადასწია
-შენ ვინ გეკითხ... ზურიკომ მიიხედა და ილიას დანახვისთანავე ხმა ჩაუვარდა
-იოანა გამომყევი, უთხრა და ზურიკოს ბრაზისგან შეცვლილი მზერა შეავლო. იოანაც უსიტყვოდ გაჰყვა
--მადლობა
-რისთვის?!
-ზურიკოსგან რომ მიხსენი...
-ისევ გაწუხებს?!
იოანას ხმა არ ამოუღია
-გასაგებია, ხმაში ისევ სიბრაზე ერია
-უნდა წავიდე, თქვა იოანამ და წასვლა დააპირა
-დამელოდე, ახლავე მოვალ
-შენ სად მიდიხარ
-დამელოდე!
იოანა გასასვლელ კართან იდგა რამდენომე წუთს, მერე ილიას მოჰკრა თვალი რომელიც უკან ბრუნდებოდა, მის უკან ზურიკო მოძუნძულებდა
- მე წავალ... თქვა იოანამ ზურიკოს დანახვაზე
-მოიცადე, რაღაცას გეტყვის და მერე ერთად წავალთ
-ბოდიშს გიხდი იოანა, რომ გაწუხებდი. მეტჯერ აღარ განმეორდება, თქვა და უკან გაბრუნდა
-წავიდეთ, თქვა ილიამ და მანქანისკენ მიუთითა
-ნუ შეწუხდები,  თვითონ წავალ
-წამოდი, მოაძახა და საჭესთან დაჯდა
იოანაც გვერდით მიუჯდა
-სახლში მიდიხარ?!
-არა. აქვე ახლოს ტბასთან, ბავშვთა სახლი რომაა იცი ეგ ადგილი?!
-მხოლოდ თავი დააქნია ილიამ და მანქანა დაქოქა.მისვლამდე ხმა არც ერთს აღარ ამოუღიათ
  -აქ რა გინდა?! მანქანა სადგომზე გააჩერა
-ბავშვებს ზღაპარი უნდა წავუკითხო... წამოხვალ?!
-ვინ, მე?!
-ხო, შენ... თუ არ გცალია არაუშავს. კარგად იყავი. დაემშვიდობა იოანა და მანქანიდან გადავიდა
-არ დამელოდები?! გასძახა კართან მისულს
იოანამ ღიმილი ვერ დამალა და გაჩერდა
-წამო შევიდეთ, წინ გაუძღვა ილია
-იოანაა, იოაანაა , იოანა მოვიდა.... მხიარული შეძახილებით შეხვდნენ ბავშვები ახლადმისულებს, იოანას შემოეხვივნენ და ლამის წააქციეს. ილიაც იქვე იდგა და უყურებდა როგორ ეხვეოდნენ პატარები გოგონას. უცებ ფეხზე ვიღაც შემოეხვია, ქვემოთ დაიხედა და პატარა გოგონა ეხვეოდა მასაც. ღიმილო ვერ შეიკავა, ბავშვს ხელი გადაუსვა თავზე და მიესალმა
-წამოდით აბა თქვენს თქვენს ადგილებზე მოკალათდით, დაუძახა იოანამ
  პატარა გოგონამ ილიას ხელი ჩაკიდა სხვა ბავშვებისკენ მასთან ერთად გაემართა
  იოანამ დაიწყო ზღაპრის კითხვა, პრონცესაზე ჰყვებოდა რომელსაც პრინცი შეუყვარდა. ბოლოს იქვე ძველ გრამაფონზე ფირფიტა დაამაგრა და მუსიკაზე ჩართო
-პრინცესა და პრინცი ამ მუსიკაზე ცეკვავდნენ?! იკითხა გოგონამ
-კი ეფემია, ამ მუსიკაზე ცეკვავდნენ, მეე პრინცი ხელში იტაცებდა პრინცესას და სცენის შუაგულში ტრიალებდნენ
ილიას გვერდზე მჯდომმა პატარა გოგონამ მკლავზე მოქაჩა
-რაიყო?! თავი გაუქნია ილიამ
თავი ახლოს მოსწიეო ანიშნა. ილიამაც მიაყურადა. გოგონამ რაღაც ჩასჩურჩულა.
  იოანა კვლავ ფეხზე იდგა, ყვებოდა ზღაპარს და ოთახის შუაგულში ტრიალებდა. უეცრად ილია წამოიმართა ფეხზე, ქედი მოიხარა და საცეკვაოდ გამოიწვია. იოანამ ბავშვებს შეავლო თვალი რომლებიც თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდნენ.... მუსიკა დამთავრდა, იოანა და ილია კვლავ დაუსრულებლად ცეკვავდნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. ბოლოს პატარა ეფემიამ ტაში შემოჰკრა და ისინიც გამოერკვნენ . ეფემიას სხვებმაც აუბეს მხარი და ყველამ ერთად დააჯილდოვეს მხურვალე ტაშისცემით
-მიყვარხართ პრინცესა, თქვა ილიამ და იოანას თავი დაუკრა
-მეც მიყვარხართ, ძვირფასო პრინცო
  ამის თქმა იყო და ბავშვები მყისვე შემოერტყნენ გარს, ხელები შემოხვიეს და ერთად ეხუტებოდნენ...
                    /    /    /    /  /  /  /  /  /  /
- მადლობა, რომ ზღაპროს მოყოლაში დამეხმარე
-მე?! მე არანაირი ზღაპარი არ მომიყოლია
-ჰო, მაგრამ მის გაცოცხლებაში ხომ დამეხმარე
-მე?! მე ზღაპრებს არ ვყვები და მითუმეტეს არც ვაცოცხლებ მათ! იოანას ნაწყენ სახეს შეეფეთა მისი მზერა, - მე ზღაპრის წერა დავიწყე , ოღონდ ნამდვილი ზღაპრის...
-ეგ როგორ, დაიბნა იოანა
- როგორ და  ნამდვილი პრინცესა ვიპოვე,  მასთან ერთად ვიცეკვე და ის ვუთხარი რაც აქამდეც უნდა მეთქვა
იოანა დუმდა, და ილიას გაოცებული მისშტერებოდა, უკვირდა ის სერიოზული, დინჯი ილიას ქცევა. უცებ ტბის პირიდან მუსიკის ხმა მოისმა. წყნარი, მშვიდი, და სულ სხვანაირი მუსიკის ხმა...
  ილია მანქანიდან ჩამოვიდა, იოანას კარი გაუღო და ხელი გაუწოდა. ისიც გამოწვდილ ხელს ძლიერად ჩაეჭიდა და თან უსიტყვოდ გაჰყვა. 

ტბის პირას, ყვავილებით გადაჭედილ მინდორზე იდგნენ და ცეკვავდნენ. ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ, მათი ბაგეების სათქმელს თავლები უსიტყვოდ გასცემდნენ...
ისხდნე, შეჰყურებნენ მთვარეს და წერდნენ ახალ, ნამდვილ ზღაპარს.ნამდვილი სიყვარულის, ნამდვილ ზღაპარს... ❤️

                                        ნინო ბერიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები