ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2021


როგორ

თითქმის აღარც კი მახსოვხარ, ღმერთმანი!
ახლა თვალებს შენს სილუეტს მოვაცლი.
ღმერთმა როგორ შეგვახვედრა ერთმანეთს
და ჩვენ მაინც, ერთმანეთს როგორ ავცდით!

ახლა გზები ვერც ერთმანეთს კვეთავენ,
ახლა გზაზე ასე ცალად ვეშვები.
ღმერთმა როგორ შეგვახვედრა ერთმანეთს
და ჩვენ მაინც მეორეჯერ ვერ შევხვდით!

არის ფიქრი, (სინანულიც) ღმერთამდე,
ერთმანეთი ასე როგორ გვშვენოდა.
ღმერთმა როგორ შეგვახვედრა ერთმანეთს,
და ერთმანეთს როგორ დაგვამშვიდობა!

მე ვიცი, რომ ეს გზა მოდის შენამდე,
ისიც ვიცი შენს გზას როგორ ვაკლდები.
ღმერთმა როგორ შეგვახვედრა ერთმანეთს
და ერთმანეთს როგორ დავუცალკევდით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები