 | ავტორი: პაატა6891 ჟანრი: პოეზია 20 იანვარი, 2021 |
მოთოვე აჰა, ბარემ ბარშიც ჩამოიფიფქე! მთელი ცხოვრება ამ თოვლიდან გასვლას ვუნდები. სისულელეა, ღმერთო ჩემო, როგორ ვიფიქრე, რომ წავიდა და აღარასდროს არ დაბრუნდება.
მოდი, ეს ერთიც - მარტოობის გემო ვიგემოთ, მთვრალი კაცივით ვტკეპნი თოვლს და ვიწყებ ბორიალს. შენ დამრჩი მხოლოდ ასე ცალად, ასე უჩემოდ, ნახე, ჩვენს გარდა ყველა წყვილად მიდი-მოდიან.
მეფისტოლაა ზამთარი და თოვაც მეფური, ალბათ, არც მოვა ვინც გსურდა და ვისაც ნატრობდი. უჩემობაზე მრიცხველი გაქვს დაყენებული, და არც გკითხულობს მოლარე თუ ინკასატორი.
რა იცი ახლა, რას ჩავიდენ და გადაჭედე ეს ფანჯრები, რომ... ვეღარავინ ვეღარ მიპოვოს. სისულელეა - ღმერთო ჩემო, რომ დავიჯერე, თებერვლის ბოლოს შენი მოსვლა, თებერვლის ბოლოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +2 ჩემგან,პაატა,მშვენიერი ლექსია,ძალიან მომეწონა,ვწუხვარ,ამ ეტაპზე მეტი ქულის მინიჭება რომ არ შემიძლიაზახალიბწევრი ვარ,წარმატებები. +2 ჩემგან,პაატა,მშვენიერი ლექსია,ძალიან მომეწონა,ვწუხვარ,ამ ეტაპზე მეტი ქულის მინიჭება რომ არ შემიძლიაზახალიბწევრი ვარ,წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|